workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე: ბარსასადმი სიყვარული გამაჩნია, მაგრამ წინ პროფესია დგას

ლუის ენრიკე: ბარსასადმი სიყვარული გამაჩნია, მაგრამ წინ პროფესია დგას

ლუის ენრიკემ “ბარსელონასთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ეს შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან “ბარსელონასადმი” დიდი სიყვარულის ისტორია მაკავშირებს, თუმცა უმთავრესი პროფესიაა. უდიდესი სურვილი მაქვს, რომ ამ გამოწვევას მაქსიმალურად მაღალ დონეზე შევხვდე.
“პარი სენ-ჟერმენს” ეს ტურნირი არასდროს მოუგია, რის გამოც ამ კლუბზე ზეწოლა არასწორი დამოკიდებულების გამოძახილი მგონია. გზა ჯერ კიდევ გრძელია, თუმცა ამბიციური ვარ და ჩემი იდეები კლუბისას ემთხვევა.
არ ვფიქრობ, რომ “ბარსელონას” ამ სეზონში სუსტი გუნდი ჰყავს. “ბარსელონა” ბევრი გამორჩეული ინდივიდუალისტითაა დაკომპლექტებული. იოლი არ იქნება, მაგრამ დიდი მოტივაცია გვაქვს. სახლში დიდებული ატმოსფერო დაგვხვდება და გულშემატკივარი დაგვეხმარება.

– ამბობს ლუის ენრიკე, რომელმაც ისიც თქვა, რომ ის “ბარსელონას” სათამაშო ფილოსოფიას ჩავიზე უკეთ წარმოაჩენს, რაზეც, მისივე აზრით, ციფრებში მოყვანილი სტატისტიკა და მოპოვებული ტიტულები მეტყველებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 10 აპრ 2024, 17:54
    #8

    ისე რა არის ეს ცხოვრება. 6:1-ის შემომქმედი დღეს ბარსას წინააღმდეგ გამოვა. არადა მეექვსე გოლის მერე თავქუდმოგლეჯილი როგორ გარბოდა იმას რა დამავიწყებს, როგორც პეპი ინიესტას გოლის მერე ჩელსისთან.

  • nika 54
    schedule 10 აპრ 2024, 16:43
    #7

    ლუის ენრიკემ ისიც თქვა, რომ ის "ბარსელონას" სათამაშო ფილოსოფიას ჩავიზე უკეთ წარმოაჩენს, რაზეც, მისივე აზრით, ციფრებში მოყვანილი სტატისტიკა და მოპოვებული ტიტულები მეტყველებს.
    ჩავის მია-ვა?

  • Fc Barca Batumi
    schedule 10 აპრ 2024, 16:41
    #6

    ლუჩო რამ წაგიყვანა პსჟ-ში?
    კილიანს ათამაშებ მხოლოდ 50 წუთი ხო?

  • Rick Sanchez
    schedule 10 აპრ 2024, 16:38
    #5

    კარგი კაცია ლუჩო, მაგრამ ბარსა უფრო გვიყვარს და იმედია გავლენ.

  • Jorkaeff
    schedule 10 აპრ 2024, 14:18
    #4

    ციტატა: PUIOL5
    როგორ დაბერებულა ესჩემისქ

    ანგელოზივით გოგო ბავშვი დაკარგა, და სიბერე კიარა და საერთოდ რო ცოცხალია…

  • ზურაბ
    schedule 10 აპრ 2024, 13:08
    #3

    ციტატა: PUIOL5
    როგორ დაბერებულა ესჩემისქ


    ფერმერების ხელში კიდე კარგად არის 🤣🤣🤣

  • PUIOL5
    schedule 10 აპრ 2024, 12:23
    #2

    როგორ დაბერებულა ესჩემისქ

  • Jorkaeff
    schedule 10 აპრ 2024, 11:40
    #1

    6:1 რო მოვუგეთ პსჟ -ს, იმ სეზონში ლუჩომაც, ხავის მსგავსად გამოაცხადა რო წავალ სეზონის ბოლოსოოო. რავიცი, რავიცი, რავიცი….. 😂