Sport იტყობინება, რომ კლუბში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, “ბარსელონა” თავის სატრანსფერო პოლიტიკა ცვლის.
ამიერიდან კატალონიელები აღარ აპირებენ, გაანიავონ ფული ძვირადღირებულ ფეხბურთელებზე, რომლებიც უკვე დამკვიდრდნენ თავიანთ კლუბებში და კარიერის დამამთავრებელ ეტაპებზე იმყოფებიან. ამის სანაცვლოდ, კლუბი აქტიურად ფოკუსირდება ტოპ-ტალანტების შეძენასა და მათ განვითარებაზე. ასეთ ფეხბურთელად განიხილება, მაგალითად, მიკაილ ფაი.
ამ მეთოდით უახლოეს წარსულში “ბლაუგრანამ” არაერთი ლიდერი იპოვა, მაგალითად, პედრი და რონალდ არაუხო. Sport იტყობინება, რომ ამ სტრატეგიის აქტიური მხარდამჭერი არის “ბარსას” სპორტული დირექტორი დეკუ. სწორედ ის დაეხმარება კლუბს, დაზოგოს ფული საუკეთესო ახალგაზრდების გადმობირებით.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება არ ნიშნავს, რომ კლუბი ტოპ-ტრანსფერის განხორციელებას აღარ ეცდება. კლუბმა შეიძლება სცადოს ვარსკვლავების გადმობირება შემადგენლობაში შედარებით სუსტი პოზიციების გასაძლიერებლად (მაგალითად, ჩამშლელი ნახევარმცველის). უბრალოდ, კლუბი აღარ აპირებს, ფული ანგარიშმიუცემლად დახარჯოს.
კიმიხი კიმიხიო ბევრი წერს მაგრამ არაა ეგ კაცი საყრდენი პოზიციურად მარჯვენა მცველია და არც ისეთი მაგარი ასაკიც შეეპარა, საყრდენი გორეცკაა და მაგის გარეშე ნახევარდაცბაში დიდი ვერაფერია. ბარსას ჭირდება ჩამშლელი რომელსაც გარდა შავი სამუშაოსი პასის კულტურა და ბურთის დაჭერა შეეძლება, ეს პოლიტიკა თავიდანვე უნდა ქონოდათ და გუნდში არც რომეუ და არც მარკოს ალონსო არ გვეყოლებოდა. ჯერ გასაშვები ხალხი გაუშვან ვინც ნორმალურია ამოწიონ და მერე გამოშნდება ვინაა საჭირო.
მოვიდნენ აზრზე? მაგრამ თუ დეკუს აბარებენ მაგ საქმეს საშველი არ იქნება. ან საფეხბურთო აგენტობას შეეშვას ან სპორტულ დირექტორობას.
ხო და ონანაზე გადარეთვებიან რაც სამომავლოდ ცუდი არას
მაგიტო იყიდეთ ბერგვალი ან ეჩევერი, 27 მილიონი დაჯდა ორივე ერთად და უდიდეს ფეხბურთს ითამაშებს ორივე
ცვლის ნიშნავს რომ აქამდე არ შვრებოდნენ მასე და აწე იზამენ.
ისევ წაკითხულის გააზრება თუ ცვლილება რას ნიშნავს იმას ვერ იგებთ.
ყველაფერში რო ეძებენ რაღაცას რა
აა როკე მაგიტომ იყიდეთ 60+ მილიონად?😀
ანუ ეს ნიშნავს, რომ კიმიხზე აღარ დაჩალიჩდებიან.
რათქმა უნდა ახალ ტალანტებს ყნდა მივსდიოთ
და ამაში რა არის ახალი? ტოპ ფეხბურთელებს უბრალოდ ვერ ყიდულობენ თორე ახალგაზრდების გადმობირებაზე რაც მოვიდა ალემანი მაგის მერე სულ მუშაობდნენ და იგივეს გააგრძელებენ ესეიგი, პროსტა დეკუ ვის მოიყვანს ეგაა საკითხავი, თუარ დაიწყო ისევ რაფინიების ძებნა.
ეგრე რა ბიჯო რაფინიებში და ეგეთებში რო მილიონებს ანიავებთ ბევრად ოაფად შეიძლება ტალანტების დათრევა
პროსტაა დეკუ ვის იშოვის ღმერთმა იცის იმედია არ მოათრევს ვინმე ფარჩაკ პორტუგალიელებს და ბრაზილიელებს