“ბარსელონას” გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სამორას ჯილდოსთვის იბრძვის, თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ მან ლა ლიგის დარჩენილი ყველა მატჩი ითამაშოს. საქმე ისაა, რომ ეს ჯილდო მეკარეს არ გადაეცემა, თუ იგი, მინიმუმ, 28 მატჩს არ ჩაატარებს ლა ლიგაში. გერმანელ ფეხბურთელს კი 20 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო ლა ლიგაში დარჩენილი 8 ტურია.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ლა ლიგაში 493 წუთია, გოლს ვერ უტანენ. საერთო ჯამში, მან მიმდინარე 20 თამაშში 17 გოლი გაუშვა, რაც ერთ მატჩში 0.85 გოლს ნიშნავს. გერმანელი მეკარის მთავარი კონკურენტი უნაი სიმონია. მას 29 მატჩში 26 გოლი გაუტანეს (0.9 მიღებული გოლი ერთ მატჩში).
მნიშვნელოვანია, რომ სამორას ჯილდო გადაეცემა არა გაშვებული გოლების რაოდენობით, არამედ ერთ თამაშში გაშვებული გოლის საშუალო სიდიდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ტერ შტეგენი უნაი სიმონს სჯობნის (ამ მომენტში). აღსანიშნავია, რომ გერმანელი მეკარე ამ ჯილდოს მოქმედი მფლობელია.
ავტორს: ბარემ ლუნინის და მამარდას სტატისტიკაც დაგეწერათ უფრო საინტერესო იქნებოდა. მამარდას, რომელმაც ყველა თამაში ჩაატარა 30 დან 32 აქვს გაშვებული ეს კი 1,06- უდრის. რეალს საერთოდ 20 ბურთი აქვს გაშვებული და რაზეა საუბარი. ოღონდ არ მახსოვს კურტუამ რამდენი თამაში ჩაატარა ტრამვამდე და რამდენი აქვს ლუნინს.
დიდი დრო გამოტოვა, მაგრამ შანსები ბოლომდე უნდა გამოიყენოს.
ევროზე როგორ იდეგბა მაგას გააჩნია და ლიგაზე ევროზე ძირითადი დიდი ალბათობით შტეგოსია
რეალის ვერცერთი მეკარე ვერ აიღებს მაგ ჯოლდოს საბედნიეროდ მაგრამ ა რგაგიკვირდეს თუ სეზონის სიმბოლურის ლუნინს ჩათხრიან არადა მამარდა უფრო იმდახურებს ვიდრე ეგ ლუნინი😀
ეს კი გასაგებია მარა მაინც რა იაშინის ჯილდოს ან რამე უფრო მნიშვნელოვანს მაინც პრემიერ ლიგის მეკარეს გასთხრიან სულ რო არ ეკუთვნოდეთ და რავი🤷🏻ტიპმა შარშან ყველა დროის საუკეთესო რეკორდი გაიმეორა და მაინც არ მისცეს ჯილდო იმენა მაგრად არ ევასებათ ფიფაში
კურტუას გათხრიან ტრაკში ამასაც
ხოდა შეინარჩუნებს სავარაუდოდ კუთვნილ ჯილდოს💪❤️