ცნობილი ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, რომ “ბარსელონამ” თავის ახალგაზრდა ნახევარმცველ პაბლო ტორესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
ჟურნალისტის ინფორმაციით, კატალონიელები ტორეს კიდევ ერთი სეზონით გაშვებას აპირებენ. ეს, შესაძლოა, მორიგი იჯარის ან პერმანენტული ტრანსფერის (თუმცა გამოსყიდვის უფლების დატოვებით) სახით მოხდეს.
პაბლო ტორე ამჟამად იჯარით “ჟირონაში” თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ძირითადად, იგი შეცვლაზე შემოდიოდა. 20 წლის ფეხბურთელით ლა ლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
“ბლაუგრანამ” პაბლო ტორე 2022 წელს 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. მას კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
Barcashi ar miscemia amas satanado dro. Gadaakvdnrn pedris,arada roca shemovida xan sheagdo,xan asisti dado da xan sakaifod cdilobda gamwvavebas.
არადა მოყვანისას ძაან დიდი იმედები მყარდებოდა, ახლა რომ წავიკითხე მაგით გამახსენდა რომ ისევ ჩვენ საკუთრებაშია და ალბათ ბევრი იქნება კიდე ჩემნაირად
ბარსაში შანსი დიდად არც ჰქონდა თავის გამოჩენის, პედრის არასტაბილურობის ფონზე ღირს რომ მიეცეს შანსი პრესეზონზე მაინც, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ ამ პოზიციაზე ყველაზე დიდი კონკურენციაა ბარსაში.
არადა რამდენი ნახევარმცველი გინდა იყოლიო კლუბში, როცა ძირითადებსაც კი ძლივს უხდი ხელფასს.
ჟირონაში ვერ მოიკიდა ამან ფეხი, ბარსაში კიდე ზედმეტია აშკარად.