workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ლას პალმასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი ლას პალმასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესმა “ლას პალმასის” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შედეგი ჩვენს თამაშს არ ასახავს. ჩვენ ვდომინირებდით და შანსებს ვქმნიდით, თუმცა მინიმალური სხვაობით მოვიგეთ. მიმდინარე სეზონში თამაშის ბედის ადრე გადაწყვეტა გვიჭირს. 

“ელ კლასიკომდე” “კადისი” უნდა დავამარცხოთ, ანდალუსიელებთან კარგი ბრძოლა გველის. დაველოდოთ და ვნახოთ, რას იზამს ხვალ “რეალ მადრიდი”.
მორიგი მშრალად შენახული მატჩი? სეზონის დასაწყისიდან ვამბობ, რომ გოლებს ჩვენი შეცდომების გამო ვუშვებთ და ეს უნდა ავირიდოთ. ახლა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ და ვფიქრობ, ამ კომპონენტში მოვუმატეთ.
რაფინიას გოლის გაუქმება მსაჯების სერიოზული შეცდომაა.

რაფინიას შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის მაღალი ინტენსივობით თამაშობს და გუნდს ძალიან ეხმარება.

ახლა დასვენებისა და პსჟ-სთან თამაშზე ფიქრის დროა. ჩემ მომავალთან დაკავშირებით არაფერი იცვლება. კლუბისთვის მწვრთნელის სეზონის ბოლომდე დარჩენა უკეთესია, ვიდრე მისი შუა სეზონში გათავისუფლება.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 31 მარ 2024, 19:15
    #4

    ციტატა: PUIOL5
    ფელიში არის ზედონე, კლასია ცარიელი, 10 იანზე უნდა ათამაშონ და იდეალურად მოამარაგებს თავდამსხმელებს, სტაბილურობა აკლია მაგრამ ჩვენ არსებულ შემტევებზე ყველას ჯობია ინტელექტით. გამოსასყიდია უეჭველი. ხვალ რეალი თუ წააგებს შანსი გაგვიჩნდება


    ინტელექტით ლევანა ჯობია მხოლოდ.

  • nika 54
    schedule 31 მარ 2024, 17:08
    #3

    რაფინიას შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის მაღალი ინტენსივობით თამაშობს და გუნდს ძალიან ეხმარება.
    ეს აქტივობა პსჟ-სთან 0-ის ტოლფასი გახდება თუ მართლა არ მოუმატა. პსჟ-ს ბოლო თამაშს ვუყურე და ენრიკეს მაგრად მოუქოქია გუნსი, სულ აღარ გავს იმ პსჟ-ს რაც სეზონის დასაწყისში იყო, მარტო მბაპე ხო არ არის დასაჭერი თავდასხმაში იქ ეს ვიტინიოა თუ ვიღაცა მბაპეზე არანაკლებ მომენტებს ქმნიდა. და თუ ისეთი ინტენსივობით ითამაშეს როგოც ჩემპიონატის ბოლო მატჩში რაფინიას ინტენსივობა მონაგონი იქნება მაგათთან. არაფრის იმედი აღარა მაქვს. გუნდი ბოლომდე ვერ იყენებს იმ უპირატესობასაც კი რაც აქვს და ასე მგონია პსჟ მაგრად გაგვამწარებს.

  • sandro89
    schedule 31 მარ 2024, 12:21
    #2

    მსაჯს აშკარად ბარსას არმოგება აწყობდა

  • PUIOL5
    schedule 31 მარ 2024, 02:36
    #1

    ფელიში არის ზედონე, კლასია ცარიელი, 10 იანზე უნდა ათამაშონ და იდეალურად მოამარაგებს თავდამსხმელებს, სტაბილურობა აკლია მაგრამ ჩვენ არსებულ შემტევებზე ყველას ჯობია ინტელექტით. გამოსასყიდია უეჭველი. ხვალ რეალი თუ წააგებს შანსი გაგვიჩნდება