“ბარსელონას” “კადისთან” სტუმრად შეხვედრა დიდი დანაკლისით მოუწევს. კატალონიურ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკი, ჟოაუ კანსელუ და ინიგო მარტინესი ვერ დაეხმარებიან. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა.
ლევანდოვსკიმ, კანსელუმ და ინიგომ “ლას პალმასთან” ახლახან დასრულებულ თამაშში (1-0) მსაჯისგან გაფრთხილება დაიმსახურეს. ამით თითოეულ მათგანს ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რაც ავტომატური დისკვალიფიკაციაა. ეს ნიშნავს, რომ ისინი მომდევნო მატჩში, რომელსაც “ბარსა” “კადისთან” გამართავს, არ იქნებიან.
ყველა ვარიანტში ათამაშებს .
გიუი თუ არ დააყენა მაშინ კიარა არ გამიკვირდება ეგრე რო ქნას
მგონი კლასიკოსთვის წინასწარ გათვლილი სვლა იყო ეს.
იმედია ახლა მაინც მიეცემა შანსი როკეს
დიდი დანაკლისით თორემ გუშინ დახიეს ან ლევანდოვსკიმ ან მარტინესმა.
იქნება ეხლა მაინც დააყენოს სასტარტოში როკე და მიაჩვიოს ადამიანი ბურთს და მოედანს, რო უზის სათადარიგოზე ტყუილად. ცოდოა ეგ ბავშვი როცა უყურებს როგორ თამაშობენ მასზე ახალგაზრდებიც კი კუბარსი და იამალი, თვითონ კი არაფრით მინდორზე არ უშვებენ.
ყველა ვარიანტში ათამაშებს .
იქნებ ეხლა მაინც ათამაშოს როკე