workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ატლეტიკო ლევანდოვსკით ინტერესდება

ატლეტიკო ლევანდოვსკით ინტერესდება

Sky Sports იტყობინება, რომ მადრიდის “ატლეტიკო” რობერტ ლევანდოვსკის ირგვლივ არსებულ სიტუაციას აკვირდება. მადრიდულ კლუბს პოლონელის მომავალ ზაფხულში გადაბირების სურვილი აქვს.

მიუხედავად ამისა, გამოცემა ადასტურებს, რომ ლევანდოვსკის კლუბის დატოვება არ სურს. გარდა ამისა, ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, პოლონელმა თავდამსხმელმა 100-მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა საუდის არაბეთიდან. ლევანდოვსკის მიმდინარე კონტრაქტი “ბარსელონასთან” კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა მას ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებაც შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ რობერტის მომავალი დიდად იქნება დამოკიდებული კლუბის ახალ მწვრთნელზე. მაგალითად, დაახლოებით მსგავსი სცენარი გათამაშდა 2020 წელს, როცა ახლად დანიშნულმა რონალდ კუმანმა ლუის სუარესი კლუბიდან გაუშვა. საინტერესოა, რომ ურუგვაელი სწორედ “ატლეტიკოში” გადავიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Don_Andresito
    schedule 29 მარ 2024, 11:10
    #7

    ციტატა: gio-rakitich
    გაასხი სერესო ფრი აგენტად გენდომება შე შიბაქა, აქ ატლეტიკოს აკადემია კიარგვავქვს


    რატო ფრი აგენტად, გადაიხდის 1 მილიონს როგორც ვილაში სუარესში და დეპაიში გადაიხადა. ზატო თავის ხლამს 100 ებად გვტენის

  • gio-rakitich
    schedule 28 მარ 2024, 21:57
    #6

    გაასხი სერესო ფრი აგენტად გენდომება შე შიბაქა, აქ ატლეტიკოს აკადემია კიარგვავქვს

  • me da barca
    schedule 28 მარ 2024, 20:39
    #5

    მიდით 17 000 -ად დაუთმეთ, თუ ჭირიან სერეზოს ეძვირა ცოტაც დაუკელით.

  • nika 54
    schedule 28 მარ 2024, 16:35
    #4

    და სერესოს გონია, რამდენი ახალი მწვრთნელი მოვა იმდენ საჩუქარს გავუკეთებეთ? უკვე 2-ჯერ გავაჩემპიონეთ, ერთხელ ვილიათი და მერე სუარესით. ეხლა სანამ დეპაი არ გააჩემპიონებს მეტ ახალ ხალხს ვერ გავუგზავნით, ჩვენი გაჭირვება გვეყოფა.

  • Rick Sanchez
    schedule 28 მარ 2024, 16:00
    #3

    იმედია მეხუთედ აღარ დაგოიმდება ბარსელონა ატლეტიკოს მიერ. ლევანდოვკის ატლეტიკოში გაშვება და ლა ლიგის დაკარგვა ერთი იქნება.

  • Flying Dutchman
    schedule 28 მარ 2024, 09:16
    #2

    ლიგაზე ბენზემასავით გაიგიჟოს თავი, დაგვიდოს თასი და თუ გინდა მერე რეალში გადავიდეს

  • C.PC5
    schedule 28 მარ 2024, 08:18
    #1

    მოუნდათ ტიტული და მოგვაკითხეს😆 ვილა და სუარესზე მადლობა უხადეთ ვინც თავის დროზე მოგყიდათ, დეპაიც შეირგეთ მშვენივრად იყენებს სიმეონე ჩვენთან რო არ ივარგა არაფრად🙂