workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლევანდოვსკიმ 100-მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა

ლევანდოვსკიმ 100-მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა

Mundo Deportivo იტყობინება, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთიდან 100-მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა. აღსანიშნავია, რომ პოლონელს მსგავსი შემოთავაზება გასულ ზაფხულშიც ჰქონდა, თუმცა მან მაშინაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.

ლევანდოვსკის მიმდინარე კონტრაქტი “ბარსელონასთან” კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა მას ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებაც შეუძლია. ამ შემთხვევაში, იგი კატალონიაში 2026 წლამდე დარჩება (ამ მომენტისთვის პოლონელი 37 წლის იქნება).

არსებული ინფორმაციით, ლევანდოვსკი “ბარსელონას” მომავალი სეზონის გეგმებში შედის. როგორც ჩანს, ვიტორ როკეს მომდევნო სეზონის სკამზე გატარება მოუწევს.

რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში 20 გოლი გაიტანა და 9 ასისტიც გააკეთა. იგი განსაკუთრებით კარგ ფორმაში ბოლო პერიოდში შეევიდა: ის ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 26 მარ 2024, 16:27
    #5

    ეს ნიუსია? მე მგონი გუშინწინ ეწერა აქ რო 100 მილიონი დაუბლოკია ლევანდოვსკის. და რა შეიცვალა მის მერე. როკეზეც გარკვევით ეწერა რო გუნდი არ გაანათხოვრებდა და დროს საკმარისად მიიღებდა. ეტყობა გაჭირდა ნიუსების მოძიება.

  • Rick Sanchez
    schedule 26 მარ 2024, 15:35
    #4

    20 გოლი და 9 ასისტი არასრულ სეზონში, თან ამ გუნდში სერიოზული მონაგარია. მინიმუმ ერთი წლით უნდა დარჩეს კიდევ.

  • JustBarcaLover
    schedule 26 მარ 2024, 14:31
    #3

    ნეტა ბარსასთვის შემოეთავაზათ ეგ 100 მილიონი ლევანას სანაცვლოდ 😁

  • Flying Dutchman
    schedule 26 მარ 2024, 09:01
    #2

    2026 წლამდე ძირითადს არავინ გააწურინებს ამას

  • C.PC5
    schedule 26 მარ 2024, 08:30
    #1

    არ ვიცი, კარგი დაფიქრება მართებთ გუნდსაც და ლევანდოვსკისაც. როკეს უბრალოდ არ ეძლევა საშუალება რო კონკურენციაში შევიდეს, ლევანდოვსკი კიდე არ გადაჯდება სკამზე ერთი ხელის დაქნევით, მაგრამ ყველა მატჩის ჩატარება რო აღარ შეუძლია და არც ევალება ეგ უნდა გააგებინონ რამენაირად და თუ იქნება თანახმა რო როკესთან ერთად გაინაწილოს ძირითადში დრო, მაშინ დარჩეს, თუარადა რაც მალე გადავა ფულის შოვნაზე თვითონაც ურჩევნია.