workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
403 წუთი უგოლოდ | ტერ შტეგენი ნაკრებში საოცარი სტატისტიკით მიდის

403 წუთი უგოლოდ | ტერ შტეგენი ნაკრებში საოცარი სტატისტიკით მიდის

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი საოცარ ფორმაშია, რაზეც მისი ბოლო პერიოდში დაფიქსირებული შედეგები მეტყველებს.

გერმანელი მეკარე “ბარსელონას” რიგებში (ლა ლიგაში) კარს მშრალად ზედიზედ 403 წუთია ინახავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერ შტეგენმა გოლი ბოლოს 4 თამაშის წინ, ვიგოს “სელტასთან” გაუშვა.

მიუხედავად 31 წლის მეკარის ბრწყინვალე მაჩვენებლებისა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი მაინც არაა თუ ვინ დაიცავს გერმანიის ნაკრების კარს ევრო 2024-ზე, კატალონიური კლუბის კარის დარაჯი თუ 37 წლის მანუელ ნოიერი, რომელმაც ხანგრძლივი ტრავმა მოიშუშა და მიუნხენის “ბაიერნში” უკვე სტაბილურად თამაშობს.

ცნობისთვის, გერმანიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს 24 და 26 მარტს გამართავს, მეტოქეები კი საფრანგეთი და ნიდერლანდები იქნებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • levanoza
    schedule 19 მარ 2024, 00:19
    #3

    დავიტოვოთ მანამდე, სანამ ლემანივით მადრიდის სტადიონზე არ მოფსავს. შტეგო ქენი შაიზე ონ მადრიდ!

  • Rick Sanchez
    schedule 19 მარ 2024, 00:03
    #2

    ნოიერი აღარ დაიღალა? აცადონ ამ კაცს თამაში სანამ გახდა 40ის

  • nika 54
    schedule 18 მარ 2024, 18:05
    #1

    "ტერ შტეგენ აირლაინს" შესძახა რუსმა კომენტატორმა ნაპოლისთან გაკეთებული სეივის შემდეგ და ასეც მოიხსენიებდა თამაშის ბოლომდე.
    კვარაცხელიას კი(რომელსაც "ნაშ ხვიჩას" ეძახიან დიდი ხანია) ძალიან ოსტრია-ო როგორ ტკემალი ს პრიპრავამი-ო.