workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: შესანიშნავ სტილში მოვიგეთ

ტერ შტეგენი: შესანიშნავ სტილში მოვიგეთ

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კომენტარი “ატლეტიკოსთან” მატჩის (3-0) შემდეგ:

ძალიან ბედნიერი ვარ. რთული მატჩი იყო, აქ მოგება მარტივი არაა, მაგრამ შესანიშნავ სტილში გავიმარჯვეთ.

ზედიზედ 4 მშრალი მატჩი დიდებული შედეგია. ეს გუნდის დამსახურებაა – ყველანი ვიცავთ. გვინდა, ყოველი შეხვედრა ასეთი იყოს. 

ახალგაზრდებსა და ვეტერანებს შორის ბალანსის პოვნა მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებს შრომა და განვითარება მართებთ, რასაც სავარჯიშო სესიებზე ყოველდღიურად უნდა მიხედონ.

ახლა სანაკრებო პაუზა გვიწევს და რამდენიმე დღე უნდა დავისვენოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 18 მარ 2024, 17:37
    #6

    ამან რო ნაპოლისთან სასწაული სეივი გააკეთა რუსმა კომენტატორმა "ტერ შტეგენ აირლაინსი" დაარქვა.

  • Rick Sanchez
    schedule 18 მარ 2024, 16:17
    #5

    ლევანამ რა ასისტი გაგიფუჭა, ბიჭოსს.

  • me da barca
    schedule 18 მარ 2024, 12:53
    #4

    მაგარი სეივი ქონდა. პასების დროს ურევს ზოგჯერ.

  • rivaldo80
    schedule 18 მარ 2024, 03:18
    #3

    იმედია სანაკრებო კარგად ჩაივლის 🙏

  • iraklipaghava26
    schedule 18 მარ 2024, 03:04
    #2

    არ ვიცი უკვე მინდა თუ არა პედრის დაბრუნება,ფრენკის არ ვეხები რათქმაუნდა,მაგრამ აი პედრი აღარ ვიცი.რასაც ვაკვირდები ბოლო პერიოდი ანელებს ძაან თამაშს,აი დღეს რასაც ფერმინი დარბოდა,როგორ აპრესინგებდა,ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა ტიპებს.არ ვიცი მოკლედ,არ ვამბობ რო ჯობია პედრის რათქმაუნდა,უბრალოდ მეშინია ეს ფორმა რამემ არ დაგვაკარგვინოს,ან რომელიმე დაბრუნებულმა არ შეცვალოს რაღაც. დაშინებული ვარ უკვე,ისე მინდა ლიგაზე რამეს მივაღწიოთ)

  • LB1017
    schedule 18 მარ 2024, 02:57
    #1

    სანაკრებოო პაუზები ყოველთვის ცუდად მთავრდება ხოლმე ბარსასთვის, იმედია ეხლა მაინც ყველა მშვიდობიანად დაბრუნდებადა კარგ ფორმაში