“ბარსელონამ” ლა ლიგის 29-ე ტურში, “მეტროპოლიტანოზე” მადრიდის “ატლეტიკო” 3-0 დაამარცხა. ეს მიმდინარე სეზონში დიეგო სიმეონეს გუნდისთვის პირველი საშინაო წაგებაა.
38-ე წუთზე გიუნდოგანი-ლევანდოვსკის შესანიშნავი კომბინაცია ჟოაუ ფელიშმა ერთი შეხებით გატანილი გოლით დაასრულა და მადრიდელთა კარი მეორე მატჩშიც აიღო. მეორე ტაიმის სტარტზე სხვაობა გაიზარდა – კატალონიელებმა მეტოქის შეცდომით ისარგებლეს და რაფინიას პასით ლევანდოვსკიმ “ბარსას” ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა. 65-ე წუთზე პოლონელმა ასისტიც მიითვალა, გოლი კი თავით ფერმინ ლოპესმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლევანდოვსკი დასახელდა. ასევე, ძალიან კარგად ითამაშეს ტერ შტეგენმა და პაუ კუბარსიმაც.
82-ე წუთზე მოედანზე მარკ კასადოც შევიდა, რომელსაც ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანამ” “ატლეტიკოს” სამბურთიანი სხვაობით 2012 წლის შემდეგ პირველად მოუგო. 12 წლის წინ, “ბარსამ” “როხიბლანკო” 4-1 დაამარცხა, გოლები კი ადრიანომ, სერხიო ბუსკეტსმა და ლეო მესიმ (2) გაიტანეს.
გარდა ამისა, “ატლეტიკომ”, Opta-ს ინფორმაციით, “მეტროპოლიტანოზე” სამბურთიანი სხვაობით პირველად წააგო, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” კი მადრიდულ კლუბთან კარი მშრალად ზედიზედ 4-ჯერ ისტორიაში პირველად შეინახეს.
ამასთან, ჟოაუ ფელიში ლიონელ მესის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც “ატლეტიკოს” ერთ სეზონში ლა ლიგის ორივე მატჩში გაუტანა. არგენტინელმა ეს 2019/20 წლების სეზონში შეძლო.
ასევე, საინტერესოა, რომ ჩავი ერნანდესმა “ბარსას” მწვრთნელის რანგში, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართული ხუთივე მატჩი მოიგო (4-2, 1-0, 1-0, 1-0, 3-0).
ამ მოგებით “ბარსელონამ” 64 ქულა მოაგროვა, “ჟირონას” გადაასწრო და მე-2 ადგილზე გადავიდა. პირველ პოზიციაზე მყოფ “რეალ მადრიდს” 72 ქულა აქვს. წინ კიდევ 9 ტური რჩება.
“ბარსა” ლა ლიგის მომდევნო ტურში, 31 მარტს “ლას პალმასს” დაუპირისპირდება, შემდეგ კი, 10 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “პარი სენ-ჟერმენთან” გასვლა ელის.




' ატლეტიკო" , ძალიან გამოფიტული -გადაღლილი იყო " ინტერთან" მატჩის გამო.
ასე რომ " ბარსას"-ს გამარჯვება,გადაღლილობის შედეგია…როგორც ' ნაპოლი"-ს ფრე.
გრიზმანის კომენტი მაინტერესებს, რო იძახდა უეჭველი მოვიგებთო.
ლევანას აქ წიხლით აგდებდნენ გუნდიდან, მაგრამ ბებერი ხარი კიდევ იქნევს რქებს.
ყოფილია უკვე მაგი, აღარ დაბრუნდება და აღარც მიიღებენ უკან ვანდაზე.
ყოფილს არა,თავის კლუბს გაუტანა.
ლევანამ სასწაული მატჩი დადო დღეს ყველგან იყო იმენა და მართლა დაფრინავდა რასაც ჰქვია