workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კაჭკაჭები გაფრინდნენ

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კაჭკაჭები გაფრინდნენ

                  აბა რას ვამბობდით… “კამპ ნოუ” სულ სხვა ამბავია, აქ გუნდები იმის ნახევარს ვერ აჩვენებენ, რაც შეუძლიათ, აქ მხოლოდ ბარსას შეუძლია დომინანტი იყოს. ჰანსი ფლიკმა კი რაღაც თავისიც შესძინა ამ დომინაციას. “ბარსელონასაც” მიუღია მისგან ასეთი გაკვეთილი და კი ვიფიქრე ახლაც რვა ბურთამდე ავა-მეთქი, მაგრამ ერთი ვეღარ გავიდა. მე მგონი, დიდად აღარც მოინდომეს. დაიფრინეს ინგლისელები მერვედფინალებიდან, გაუშვეს სახლში გალახულები – სიტი, “ტოტენჰემი”, “ჩელსი”, “ნიუკასლი”. დიდი ამბავია მერვედფინალში ექვსი გუნდით გამოსვლა, მაგრამ ექვსიდან ოთხი რომ დიდი ანგარიშით მარცხდება კითხვასაც გაგიჩენს ადამიანს – ნამდვილად საუკეთესო ლიგაზეა საუბარი?

წყვილებიც ძალიან საინტერესოა, გვაქვს ქართული დერბი”

“ლივერპული” – პსჟ

გვაქვს ძველის ძველი კლასიკა:

“რეალ მადრიდი” – “ბაიერნი”

გვაქვს ესპანური დერბი:

ბარსა – “ატლეტიკო”

და ცოტა ამოვარდნილი მატჩი ამ დიდებული დუელებიდან:

“არსენალი” – “სპორტინგი”

მშვენიერია. ისევ მეოთხედფინალი. ისევ “ატლეტიკო”. და ისევ სანაკრებო პაუზა მატჩის წინ. იმ წლებში, რომელიც ცუდად გვახსოვს ეს პაუზა უარყოფითად მოქმედებდა, რადგან მესის, სუარესსა და ნეიმარს გადაღლა ყოველთვის ეტყობოდათ. ახლა ნაკლებად იქნება ეს პრობლემა, ასე რომ, ნაკლებად სანერვიულოც არის, უბრალოდ, ძალიან იშვიათია, რომ სანაკრებო პაუზას ყველა გადაურჩეს დაზიანების გარეშე, ეს იქნება ახლა მთავარი, ვინ ეყოლება სიმეონეს მწყობრში, და რა ხალხს მოუყრის თავს ჰანსი ფლიკი.

დრამა პირველ ტაიმში

რაც შეძლეს კარგად შეძლეს. “ნიუკასლი” პირველ ტაიმში ღირსეულად გამოიყურებოდა, კარგად უტევდა და გოლებიც შეყარა. დატოვა შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე შეძლებდა ბრძოლას, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. ჯერ ადრეა მათთვის ამ ეტაპის გავლა. ანგარიში მალევე გაიხსნა, ლამინე იამალმა რამდენჯერაც ცრუ მოძრაობით წონასწორობა დააკარგვინა მოედნის ცენტრში “ნიუკასლელ” მცველებს, იმდენჯერ გოლი გავიდა, ხან ვინ მოასრიალა გაზონზე და ხან ვინ. ძალიან დააბნია “ნიუკასლი” ბარსას შემტევების ადგილმონაცვლეობამ, აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდებოდნენ “ბარსელონას” შემტევები. ამჯერადაც ასე იყო, ლამინე ცენტრში, ათიანის პოზიციაზე, ამ დროს რაფინია გარბის ფორვარდის პოზიციაზე, ბურთი თითქოს ვერ შეიმაგრა, ფერმინმა დაუბრუნა და დიდებული პაუზა ჰქონდა, მერე კი დარტყმაც ძალიან ლამაზი გამოვიდა შორეულ კუთხეში, ასე გაიხსნა ანგარიში და აქ უკვე მეგონა, რომ ბარსა “ნიუკასლს” ამოტენიდა, მაგრამ არა, სხვა სცენარი ყოფილა დაწერილი.

მალევე გაათანაბრეს. ელანგამ იკადრა ეს ამბავი. ფლიკის ამოწეული დაცვის ხაზი ამჯერადაც ჩავარდა. ჟოან გარსიამაც ნაადრევად დაიწყო მოძრაობა და გუნდის გადარჩენა ვეღარ შეძლო. სამ წუთში ბარსა ისევ წინ გავიდა, “ატლეტიკოსთან” დუბლის ავტორმა კიდევ ერთი გოლი შეაგდო, კარგად გამოერკვა სიტუაციაში და ახლო მანძილიდან დალაშქრა “კაჭკაჭები”, ისე ჩანს რომ მარკ ბერნალს ალღოც კარგი აქვს. ბუსკეტსზე კარგი. ათ წუთში ელანგამ ისევ გაათანაბრა, ლამინე იამალის გაუფრთხილებელ თამაშსა და შეცდომას მოჰყვა ეს გოლი. ასეთი მხიარული ტაიმი გამოვიდა. მერე იყო ბევრი მომენტი და ცოტა გოლი. იამალს შეეძლო შეცდომის გამოსწორება და სამი მეტრიდან კარს გადააცილა. არა უშავს. მესისაც გაუფუჭებია ასეთი და რივალდოსაც. ფეხბურთია, ვარსკვლავებიც სცოდავენ.

თითქოს ყაიმით უნდა გაყრილიყვნენ კიდეც პირველ ტაიმში, მაგრამ ტრიპიე ხომ დაბერდა?! ვეღარ არის ისეთი სწრაფი, ვეღარ აჰყვა რაფინიას და საჯარიმოში დაიჭირა, არადა, ცარიელ კარში აგდებდა გოლს, სწვდებოდა თუ ვერა საკითხავია, მაგრამ ეს პენალტია რა თქმა უნდა, ამაზე აშკარა პენალტი იშვიათია. ეგ კი არა, წითელს გადაურჩა ტრიპიე, არადა, ამაზე აგდებენ ხოლმე. პენალტისტებზე კიდევ წინა მიმოხილვისას ვწერდით. არ ვიცით ვინ ურტყამს და რატომ. ამჯერად იამალი მივიდა ბურთთან და ზუსტად დაარტყა. მერე კი აღნიშნა როგორც ბავშვმა. გადასარევი ტაიმი იყო.

ეჰეეე მოვიდა ფლიკი

ეს წმინდა გერმანული სკოლაა. არ ამოასუნთქეს “ნიუკასლი”, მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაუყენეს სახლის გზას. ათ წუთში სამი გოლი მიართვეს, 51-დან 61-ე წუთამდე. ჯერ ფერმინმა შეაგდო, ჩემი აზრით მატჩის საუკეთესო გოლი. ჯერ კიდევ თავისი ნახევრიდან აჩქარდა და გაიქცა იმ ზონისკენ სადაც ყველაზე დიდი სივრცე იყო დარჩენილი, “მალდინის” პირდაპირ რომ მიეცა მისთვის მარტივი ამოსაცნობი იქნებოდა, ამიტომ, “მესამე” კაცი უნდა მოეძებნა, ამ დროს ლევანდოვსკი სიღღმეშია ჩამოსული და თავისი კაციც გამოყვანილი ჰყავს, რაფინია კი მის ადგილზეა შემოწეული და სწორედ მან მოირგო “მესამე კაცის” როლი, მალდინის დიდებული პასი, რაფინიას ისღა დარჩენოდა აწყვეტილი ფერმინი ერთი-ერთზე გაეყვანა და ეგ არის – 4:2. ყველაზე “ბარსელონური” გოლი მაინც ეს იყო. ძალიან მომეწონა ეს ოხერი.

ოთხ წუთში ლევანდოვსკიმაც შეაგდო. პირველ ტაიმში ერთი კარგი მომენტი გაუშვა ხელიდან და ისევ წამოაძახეს, ლევან დაბერდიო, მან კი გაგვახსენა, რომ ისევ ჯანზეა, ისევ გააქვს გოლები და სულ რომ 50 წლისა იყოს ფერან ტორესს მაინც აჯობებს. თავით შეაგდო გოლსკიმ, ამჯერად სხვა ნიღაბი ეკეთა, წინა მატჩში ხომ გახსოვთ, კარგი მომენტი გააფუჭა და ნიღაბს დააბრალა, აგე, გამოცვალა და შეაგდო. მართლა ნიღბის ბრალი ყოფილა.

გადის კიდევ ხუთი წუთი და ლევანდოვსკი დუბლს ასრულებს. იამალმა ისევ კისერი მოტეხა მცველევს მოედნის ცენტრში, კარგი პასიც შეაყოლა პოლონელს, ამანაც კარგი პაუზა აიღო და ძალიან გამოზომილი დარტყმით ყველაფერი დაამთავრა. “ნიუკასლი” დამარხეს “კამპ ნოუზე”. ამის მერე კიდევ ბევრი გოლის შეგდება შეიძლებოდა, მაგრამ ფლიკმა ცვლილებებიც დაიწყო, აქაოდა ვინმემ რამე არ იტკინოსო. მერე თავად “ნიუკასლელები” თუ გაატანინებდნენ ბარსას და რაფინიას, (მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს) სწორედ ასე გაატანინეს გოლი. მიართვეს ბურთი ერთი-ერთზე და რაფომ გაიტანა რასაკვირველია.

აი ფლიკს კი არ გაუმართლა. მეკარე ხომ არ გაჰყავთ ასეთ დროს. არასდროს. მაინცდამაინც ჟოანმა მიიღო დაზიანება. იმედია ეს პაუზა გამოადგება. იმედია “ატლეტიკოსთან” მზად იქნება. ეგ ის მატჩია, რომელსაც ყველა ჯანმრთელი უნდა შეხვდეს. სხვაგვარად მათი გავლა ძალიან რთული იქნება.

წინ რა გველის

ოჰ ოჰ ოჰ

წინ გველის “რაიო” და პაუზა. მერე კი სიგიჟე!

ლა ლიგაში – “ატლეტიკო” vs “ბარსელონა”

ჩემპიონთა ლიგაზე – “ბარსელონა” vs “ატლეტიკო”

ლა ლიგაში – “ბარსელონა” vs “ესპანიოლი”

ჩემპიონთა ლიგაზე – “ატლეტიკო” vs “ბარსელონა”

კალენდარიც ასეთი უნდა. აბა მოვემზადოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • PUIOL5
    schedule 19 მარ 2026, 23:54
    #8

    ციტატა: rivaldo80

    ციტატა: PUIOL5

    ციტატა: rivaldo80
    პლემიელ ლიგაა ძმაო სხვა დონეა ძმაუუ სხვა ტენპიაა ძმაუუუუ და რა ანგარიშებით წაგეს 😂😂😂😂😂😂😂 ტიპებს მილიარდები აქვთ და მაგის ხარჯზე ქაჩავენ თორე როდის იყო მაგათი დოღი რამეს ნიშნავდა🤡💩 არტეტას არსენალი უფრო რთული მეტოქეა ატლესავით შეუძლია ჩაკლას თამაში პლიუს სუპერ დაცვა ყავს

    ნიუკასლს მოვუგეთ, რანგით 6 -7 ადგილის გუნდს ნუ გავიწყდებათ. ჯგუფურზე ჩელსიმ უშანსოდ, ერთი ამოსუნთქვით გადაგვირბინა ნუ დაივიწყებთ. წელს არ არიან საუკეთესო ფორმაში მაგრამ ეგ არნიშნაცს რომ დაბალი დონის ჩემპიონატია. ლალიგის სვარკა ფეხბურთს ნაღდად ჯობს

    10 წელი ზედიზედ იხმარა რეალმაა მთელი ინგლისი და ახლა დონე იქნება დააქციეს ფეხბურთი თუ სადმე ვინ გამოჩდა 100 მილიონად ყიდულობენ ასტრონომიული თანხები აქვთ დახარჯული და შედეგი მინიმალური.რაც შეეხება ჩელსის გადარბენას სევილიამაც გადაგვირვიბინა რა მერე რაშუაშია ეგ. სადა ახლა ჩელსი სად ბარსა?😂😂

    ეგ რა ლოგიკაა? აბა ყველა ხოვერ გავა შემდეგ ეტაპზე? ბარსა სად იყო 3 წლის წინ? ჯგუფიდან ვერ გადიოდა და მერე ევროპალიგაზე პირველივე გუნდთან აგებდა, მანჩესტერს ვერ გავცდით გახსოვს ალბათ. რეალს რაც შეეხება, როცა ვინმეს ყიდვას ახსენებ მანდ რეალი პირველია, მართლა ყველა იყიდეს ჭირდებოდათ თუარა, პლუს მაგას მსაჯების ფაქტორი, ხშირად ეხმარებიან. პრემიერლიგა ყველაზე ყურებადი ჩემპიონატია და მაგას გაყიდვებიც მოწმობს. რატო უნდა ამჯობინო ლალიგა, რა კრიტერიუმით? თამაშობს ბარსელონა რეალი, დანარჩენები სვარკავენ. არანაირი ტემპი, ყრუ დაცვა.

  • Rick Sanchez
    schedule 19 მარ 2026, 20:45
    #7

    რაფინია უბრუნდება შარშანდელ ფორმას მგონი, თუ სასწაული მოხდა და ამ დაცვით ლიგა მოვიგეთ, მერე უკვე ანჩელოტიზე იქნება დამოკიდებული რაფინიას ოქროს ბურთი.

  • rivaldo80
    schedule 19 მარ 2026, 19:32
    #6

    ციტატა: PUIOL5

    ციტატა: rivaldo80
    პლემიელ ლიგაა ძმაო სხვა დონეა ძმაუუ სხვა ტენპიაა ძმაუუუუ და რა ანგარიშებით წაგეს 😂😂😂😂😂😂😂 ტიპებს მილიარდები აქვთ და მაგის ხარჯზე ქაჩავენ თორე როდის იყო მაგათი დოღი რამეს ნიშნავდა🤡💩 არტეტას არსენალი უფრო რთული მეტოქეა ატლესავით შეუძლია ჩაკლას თამაში პლიუს სუპერ დაცვა ყავს

    ნიუკასლს მოვუგეთ, რანგით 6 -7 ადგილის გუნდს ნუ გავიწყდებათ. ჯგუფურზე ჩელსიმ უშანსოდ, ერთი ამოსუნთქვით გადაგვირბინა ნუ დაივიწყებთ. წელს არ არიან საუკეთესო ფორმაში მაგრამ ეგ არნიშნაცს რომ დაბალი დონის ჩემპიონატია. ლალიგის სვარკა ფეხბურთს ნაღდად ჯობს

    10 წელი ზედიზედ იხმარა რეალმაა მთელი ინგლისი და ახლა დონე იქნება დააქციეს ფეხბურთი თუ სადმე ვინ გამოჩდა 100 მილიონად ყიდულობენ ასტრონომიული თანხები აქვთ დახარჯული და შედეგი მინიმალური.რაც შეეხება ჩელსის გადარბენას სევილიამაც გადაგვირვიბინა რა მერე რაშუაშია ეგ. სადა ახლა ჩელსი სად ბარსა?😂😂

  • PUIOL5
    schedule 19 მარ 2026, 18:54
    #5

    ციტატა: rivaldo80
    პლემიელ ლიგაა ძმაო სხვა დონეა ძმაუუ სხვა ტენპიაა ძმაუუუუ და რა ანგარიშებით წაგეს 😂😂😂😂😂😂😂 ტიპებს მილიარდები აქვთ და მაგის ხარჯზე ქაჩავენ თორე როდის იყო მაგათი დოღი რამეს ნიშნავდა🤡💩 არტეტას არსენალი უფრო რთული მეტოქეა ატლესავით შეუძლია ჩაკლას თამაში პლიუს სუპერ დაცვა ყავს

    ნიუკასლს მოვუგეთ, რანგით 6 -7 ადგილის გუნდს ნუ გავიწყდებათ. ჯგუფურზე ჩელსიმ უშანსოდ, ერთი ამოსუნთქვით გადაგვირბინა ნუ დაივიწყებთ. წელს არ არიან საუკეთესო ფორმაში მაგრამ ეგ არნიშნაცს რომ დაბალი დონის ჩემპიონატია. ლალიგის სვარკა ფეხბურთს ნაღდად ჯობს

  • nika 54
    schedule 19 მარ 2026, 13:34
    #4

    "პენალტისტებზე კიდევ წინა მიმოხილვისას ვწერდით. არ ვიცით ვინ ურტყამს და რატომ. ამჯერად იამალი მივიდა ბურთთან და ზუსტად დაარტყა"
    იამალზე ადრე ბურთი რაფინიამ აიღო და დარტყმასაც აპირებდა, მაგრამ მერე სანამ მსაჯი ვარ-ის ეკრანს უყურებდა, იამალმა სთხოვა რაფინიას პენალტის დარტყმის უფლება და იცით ალბათ რატომ: 18 წლისა და 248 დღის ლამინ იამალი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 10 გოლის გატანა მოახერხა. ესპანელმა ტალანტმა კილიან მბაპეს რეკორდი მოხსნა, რომელმაც 10-გოლიან ნიშნულს 18 წლისა და 350 დღის ასაკში მიაღწია.

    ციტატა: La Pulga10
    მადრიდისტები პრო*ზე იხევიან რაფინიაზე პენალტი არიყოო. ელანგაზე იყოო. ბიჭო ასეთი გონებაშეზღუდული როგორ უნდა იყო. ასე როგორ უნდა გიბრმავებდეს თვალებს ზიზღი. სულ უფრო ვრწმუნდები რომ ფეხბურთი ძალიან ცოტას ესმის.

    რა გინდა, ზოგმა მადრიდისტამ ხო გაუსწორეს, ჩვენთვის რო არ დაენიშნათ ხო აიკლებდით ყველაფერს-ო. პენალტი იყოო 100%

  • La Pulga10
    schedule 19 მარ 2026, 13:23
    #3

    მადრიდისტები პრო*ზე იხევიან რაფინიაზე პენალტი არიყოო. ელანგაზე იყოო. ბიჭო ასეთი გონებაშეზღუდული როგორ უნდა იყო. ასე როგორ უნდა გიბრმავებდეს თვალებს ზიზღი. სულ უფრო ვრწმუნდები რომ ფეხბურთი ძალიან ცოტას ესმის.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 19 მარ 2026, 12:19
    #2

    სასტიკი რევანშია ასაღაბი ატლეტიკოზე

  • rivaldo80
    schedule 19 მარ 2026, 12:13
    #1