workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე ფიქრობს, რომ ჩავი დარჩება

პიკე ფიქრობს, რომ ჩავი დარჩება

“ბარსელონას” ყოფილი მცველი ჟერარ პიკე The Times-სთან ინტერვიუში კლუბის მომავალი მწვრთნელის საკითხზე საუბრობს. მისი განცხადებით,

არ ვფიქრობ, რომ ჩავის გადაწყვეტილება 100%-ით სწორია. ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, რომ ის დარჩება.
ჩავისთან ყოველდღიურად არ ვსაუბრობ, თუმცა რამდენჯერმე ვილაპარაკეთ. მისთვის საუკეთესო მინდა, ვინაიდან ეს ნიშნავს საუკეთესოს კლუბისთვისაც.

პიკემ ის მწვრთნელებიც დაასახელა, რომლებიც ჩავის იდეალური შემცვლელები იქნებოდნენ. მისი თქმით,

პირველ რიგში, ეს პეპ გვარდიოლაა, ვინაიდან აქ თავისი წარსული აკავშირებს. ის ახლა საუკეთესო მწვრთნელია. გარდა ამისა, არტეტაც კარგი არჩევანი იქნებოდა. მან “ბარსელონას” შესახებ იცის და აქ ადრეც უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ პიკეს სურვილის მიუხედავად, ორივე მათგანის მოსვლა “ბლაუგრანაში” ნაკლებად მოსალოდნელია. პეპ გვარდიოლა “სიტიში” ბედნიერია, ხოლო მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ ის “არსენალში” თავს ხანგრძლივი ვადით ხედავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • MESSI 2017
    schedule 18 მარ 2024, 19:16

    რა ტიაგო მოტა რა ჩავი დარჩეს სერიოზულად წერთ მაგას?😀 დეკუც და ჩავიც ორივე უნდა წავიდეს ჩავიმ მაქსიმუმი გააკეთა თავისი უკვე და ბევრმა ფეხბურთელმა თქვა უარი კლუბში მოსვლაზე იმის გამო რომ ჩავია მწვრთნელი ოთხეულისთვის და ლიგის1/2 ფინალისთვის უნდა ვიბრძოლოთ შემდეგ სეზონშიც?😀 ლიდერები გუნიდან წასვლაზე ფიქრობდნენ რამდენიმე კვირის წინ და თუ ისევ ჩავი-დეკუ იქნება კლუბში თქვენი აზრით დარჩებიან?😀 ლიგაც რომ მოიგოს ჩავიმ უდნა წავიდეს ასე რომ წავ უფრო დიდი გამოჩნდება და ბევრს არ გაახსენდება ის ჩასვრები რაც ქონდა როგორც შარშან ლა ლიგით გადაფარა ლიგის ჯგუფში ჩარჩენით და ბაიერნთან განადგურებებით თან ისე რომ კარში ვერ ვურტყამდით❤️
    აქ კიდე მეორე საოცრება წავიკითხე რომ ტიაგო მოტა ჯობია ალონსოს თურმე😀

  • ზურაბ
    schedule 18 მარ 2024, 17:34

    ციტატა: Barca for life
    თუ დეკუს გაუშვებენ, სწორ ტრანსფერებს გაუკეთებენ და გასაშვებ ფეხბურთელებსაც გაყრიან, მგონია რომ რაღაცა კიდე გამოუვა, მარა ჯერ ვნახოთ აგერ ჩლზე რას იზამს და თუ ფინალში გაგვიყვანა (რაც სულაც არაა შეუძლებელი) მაშინ მგონია რომ უნდა დავტოვოთ, ვინაიდან კარგი საყრდენი, მარცხენა ვინგერი და ფორვარდი რომ მისცე, მჯერა უკეთესად ითამაშებს.
    ოღონდ იმ პერსპექტივით რომ თუ 1 წელში სიტუაცია ვერ შეცვალა, კლოპი დაბევებული გვყავდეს.
    ეს ყველაფერი იმიტო რომ რაღაცა ფლიკების, დე ძერბებების და ა.შ. მთლად ასიანი არ მეიმედება.


    თუ ექსპერიმენტებზე მიდგა საქმე მე ყველაზე მეტად ტიაგო მოტა მინდა ბარსელონაში.. რა გუნდს ათამაშებს და გრანდებს მაგრად ეთამაშება.. მილანსაც კარგად ეთამაშა ატალანტასაც და ინტერსაც და გადავხედოტ რა სასტავით არის 4 ეულში . დაიმახსოვრეთ არაფრით ჩამოუვარდება ხაბი ალონსოს. ხაბი უბრალოდ იმიტომ ჩანს რომ ჯერ უფრო სახელოვანია პლიუს ბაიერნი ათრია პლიუს წაუგებლად ლიდერობს მაგიტომ არის კარგად გარეკლამირებული თორემ ტიაგო ანალოგიურ შედეგს დებს რა რესურსიც აქვს იმის ფონზე

  • nika 54
    schedule 18 მარ 2024, 17:05

    არსენალში დიდი ვადით ყოფნა არ არის პრობლემა, გააჩნია რას მოიგებს, თორემ ვენგერი 20 წელზე მეტი იყო არსენალში და 2 ჩემპიონატის და რამდენიმე თასის მეტი არაფერი მოუგია. ანუ გვარდიოლამ რაც ორ სეზონში მოიგო ვენგერს ამაზე 22 წელი დასჭირდა. ბარსელონას ამას ვინ აპატიებს.

  • Rick Sanchez
    schedule 18 მარ 2024, 16:27

    სამი სეზონი უთხარით ფეხბურთელებს რომ ჩავი მიდის და ამ სამ სეზონიდან ორჯერ მაინც ტრებლს მოიგებენ

  • M10 S9 D11
    schedule 18 მარ 2024, 14:27

    მოდი შენ ჩაიგდე ენა რა შე პოდლო ადამიანო

  • me da barca
    schedule 18 მარ 2024, 12:50

    ,,ის რჩება" უნდა დაწერო.

  • Barca
    schedule 18 მარ 2024, 11:54

    შესაძლებელია დარჩეს მაგრამ ჩავიმ თქვა რო დასვენება მჭირდებაპ

  • Barca for life
    schedule 18 მარ 2024, 10:02

    თუ დეკუს გაუშვებენ, სწორ ტრანსფერებს გაუკეთებენ და გასაშვებ ფეხბურთელებსაც გაყრიან, მგონია რომ რაღაცა კიდე გამოუვა, მარა ჯერ ვნახოთ აგერ ჩლზე რას იზამს და თუ ფინალში გაგვიყვანა (რაც სულაც არაა შეუძლებელი) მაშინ მგონია რომ უნდა დავტოვოთ, ვინაიდან კარგი საყრდენი, მარცხენა ვინგერი და ფორვარდი რომ მისცე, მჯერა უკეთესად ითამაშებს.
    ოღონდ იმ პერსპექტივით რომ თუ 1 წელში სიტუაცია ვერ შეცვალა, კლოპი დაბევებული გვყავდეს.
    ეს ყველაფერი იმიტო რომ რაღაცა ფლიკების, დე ძერბებების და ა.შ. მთლად ასიანი არ მეიმედება.