workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი: ნეაპოლში მეტოქეს ვაჯობეთ და აქაც იგივეს ვაპირებთ

ჩავი ერნანდესი: ნეაპოლში მეტოქეს ვაჯობეთ და აქაც იგივეს ვაპირებთ

ჩავი ერნანდესმა “ნაპოლისთან” განმეორებითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ნეაპოლის შეხვედრაში მეტოქეს ვაჯობეთ და აქაც იგივეს გაკეთებას ვაპირებთ. მთავარი ისაა, რომ თამამები ვიყოთ, შეცდომების დაშვების არ შეგვეშინდეს და ჩვენივე ემოციები ვაკონტროლოთ.
კალცონას გუნდისგან მამაც დამოკიდებულებას ველი. მოველით, რომ ისინი უკნიდან ითამაშებენ და როგორც ბურთის, ისე ტერიტორიის გაკონტროლებას შეეცდებიან. არ ვფიქრობ, რომ “ნაპოლი” იმ ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშებს, რაც რამდენიმე ხნის წინ იტალიაში დაფიქსირდა.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერთიანები ვიყოთ, ამაში კი ქომაგების მხარდაჭერა ძალიან დაგვჭირდება. ჩვენ “ნაპოლისთან” გასამარჯვებლად ყველაფერს გავიღებთ, გულშემატკივრებმა კი თავიანთი ძალა უნდა დაგვანახონ.

– თქვა ჩავიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 12 მარ 2024, 21:36
    #4

    მე პირადად ძალიან მეშინია, ნაპოლი დღეს და ნაპოლი სამი კვირის წინ ცა და დედამიწაა. ჩვენ კი პირიქით. ნეტა არ ამოგვტენონ და ხვიჩას გოლით რო წავაგოთ ჯანდაბას გული მაინც არ გამისკდება ბოღმით.

  • რივალდო-მესი
    schedule 12 მარ 2024, 18:56
    #3

    ბოლო წლებია სულ რამდენიმე თამაში ჩაატარეთ სადაც იტყოდა ადამიანი რომ ყველაფერი გაიღეთ😟 იმედია დღეს ის იშვიათი გამონაკლისი იქნება და სულ მცირე ირბენთ მაინც ქათმებო☹️

  • Rick Sanchez
    schedule 12 მარ 2024, 18:31
    #2

    წინა თამაშში როგორც ითამაშეს, იგივეს თუ აპირებენ ნაპოლი 3 ბურთიანი სხვაობით მოგვიგებს.

  • Lasha Tchelidze
    schedule 12 მარ 2024, 17:47
    #1

    სად აჯობეთ მეტოქეს ჩემო ძმაო რეებს იძახი?!😀🙏🏻პირველი 25 წუთის გარდა სად აჯობეთ?!