დღეს “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით თამაშს გამართავს. “ბლაუგრანას” მეტოქე ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” იქნება.
იტალიაში გამართული პირველი დაპირისპირება 1-1 დასრულდა, რაც ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიის გათვალისწინებით გასაკვირი სულაც არ ყოფილა.
“ბარსელონა” და “ნაპოლი” ერთმანეთს მესამედ გადაეყარნენ. წინა ორ შემთხვევაში პირველი თამაში 1-1 სრულდებოდა, საბოლოოდ კი მომდევნო ეტაპზე კატალონიელები გადიოდნენ.
გუნდების პირველი ოფიციალური შეხვედრა 2020 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შედგა. იტალიაში 1-1 თამაშის შემდეგ “ბარსამ” შინ 3-1 მოიგო.
შემდეგ იყო 2022 წელი და ევროპა ლიგის ფლეი ოფის ეტაპი. პირველი დაპირისპირება კვლავ 1-1 დასრულდა, ამჯერად “კამპ ნოუზე”, განმეორებით მატჩში კი “ბლაუგრანამ” 4-2 მოიგო.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დღეს ჩავის გუნდისგან ორბურთიანი სხვაობით მოგებას უნდა ველოდეთ.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დღეს ჩავის გუნდისგან ორბურთიანი სხვაობით მოგებას უნდა ველოდეთ.
შენს პირს შაქარი ავტორო, მაგრამ ჩავის ეგეთი სტატისტიკა გაუფუჭებია. კაცი ანტირეკორდების კეთებაში ლიდერია და ამ შანსს ჩააგდებს?
იმედია ოსიმენზე არ ამბობ იქს ფაქტორი არისო. ეგეთი ლევანდოვსკიც კია, კლასიდან გამომდინარე შეიძლება არაფრიდან გამოაცხოს გოლი.
ბარსელონას ფანობა გასაგებია,მაგრამ ეჭვი რანაირად არ გეპარებათ დღეს მოგებაში?!😀 16 წლის იამალია გარდა,ფეხბურთელი არ გვყავს,რომელსაც შეუძლია იქს ფაქტორი გახდეს მაშინ,როდესაც ნაპოლის 2 ეგეთი მოთამაშე ჰყავს🙂ტაქტიკით დაჯაბნის იმედიც არ მაქვს,ჩავის აშკარად არ აქვს ტაქტიკოსის ხედვები
მე ეჭვიც არ მეპარება რო დღეს მოვიგებთ
დასაიმედებელი სტატისტიკა კარგია, მაგრამ ამ თამაშის მოგებია და შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე გასვლით, კლუბი საკმაოდ მსუყე თანხას მიიღებს, რაც ამ მომენტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.