workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: ამდენი წლის განმავლობაში ბარსელონას მაისურის ტარება დიდი პატივია

ტერ შტეგენი: ამდენი წლის განმავლობაში ბარსელონას მაისურის ტარება დიდი პატივია

“მალიორკასთან” მატჩი მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის “ბარსელონაში” მე-400 აღმოჩნდა, რაც გერმანელმა მშრალი კარით აღნიშნა.

ამდენი წლის განმავლობაში “ბარსას” მაისურის ტარება დიდი პატივია. 400 მატჩი… შესანიშნავი რაოდენობაა. ვამაყობ.

თავდაპირველად, ასეთ რიცხვებზე არ ფიქრობ, მაგრამ როცა მსგავს შედეგებს აღწევ, ეს უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რაც მეტს ითამაშებ, მით უკეთესი.

ყოველთვის ვცდილობ, ამ ლოგოსთვის მაქსიმუმი გავიღო და მოედანზე სიამოვნება მივიღე, რა დროსაც ბევრს ვსწავლობ. მსურს, ამ გამოცდილებით ვისარგებლო და ახალწვეულებს გავუზიარო.

– უთხრა ტერ შტეგენმა კატალონიური კლუბის მედიას.

გერმანელი “ბარსელონას” ისტორიაში ჩატარებული მატჩებით ლეგიონერებს შორის მე-3 ადგილზეა. ტერ შტეგენს მხოლოდ ლეო მესი (778) და დანი ალვესი (408) უსწრებენ. შესაბამისად, მარტივად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მარკი სულ მალე ბრაზილიელს გადაასწრებს და მე-2 პოზიციაზე გადავა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 10 მარ 2024, 15:19
    #4

    ასევე მარტივად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მარკი 1 ადგილზე ვერ გადავა ამ სიაში თუ მინიმუმ 40 წლამდე არ ითამაშა.

  • cruyff9
    schedule 09 მარ 2024, 23:32
    #3

    არტეტა მინდაა🥹🥹🥹

  • MESSI 2017
    schedule 09 მარ 2024, 23:04
    #2

    ციტატა: Rolex
    ამას და დე იონგს როგორ აგდებდნენ ბარსამანიაზე ახლაც ვერ გავიგე😁


    ახლაც აგდებენ და დაჟე პედრისაც

  • Rolex
    schedule 09 მარ 2024, 21:30
    #1

    ამას და დე იონგს როგორ აგდებდნენ ბარსამანიაზე ახლაც ვერ გავიგე😁