Tuttosport იტყობინება, რომ სიმონე ინძაგი ჩავის პოტენციურ ჩამნაცვლებლებს შორის კიდევ ერთი კანდიდატურაა.
იტალიელმა მწვრთნელმა ევროპაში სახელი გაითქვა “ინტერში” წარმატებული საქმიანობის შემდეგ. 2021 წლიდან მან “ინტერში” 2 კოპა იტალია და 3 იტალიის სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა, 2023 წლის სეზონში ინძაგიმ მილანელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. წელს “ინტერი” სერია A-ს ერთპიროვნულად ლიდერობს.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც სიმონე სურს. მის მიმართ ინტერესს ასევე “ლივერპული”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი” იჩენენ.
რა არის დაცვითა ტიპი, ძმას 4-5 გოლი გააქვს თამაშებში.
მაინც დაცვითა ტიპია და არ მივესალმები
ისე ამის თამაშები, რომ მახსოვს არ მეგონა თუ ასეთი მწვრთნელი დადგებოდა ამისგან და ამ დროს პირლო ჩაფლავდებოდა.
შესაძლო ვარიანტებიდან ცუდი არ არის მაგრამ არამგონია ინტერი დატოვოს და რომც დატოვოს ბარსას როგორ მოერგება საკითხავი ეგაა
ინტერი ცუდი ნამდვილად არ ყავს მითუმეტეს იმის ფონზე რო ციდან მოწყვეტილი სუპერსტარებიც არ ყავს
რა არ გამოადგება ხალხო 1:0 ლა ინტერი ისეთი გახადა კლუბს შეტევა და გოლების გატანა დააწყებინა აგერ ატალანტას რა მარტივად გადაურბინა და 12 ქულიანი სხვაობა გახადა ლიდერია მერე ლიგაზე ურთულეს ატლეტიკოსაც მოუგო რომელსაც რეალსაც კარგად უჭირს მოგება მაგათთან და დიდი ალბათობით გავა მეო4 ფინალში მაგრამ არ წამოვა არსად ინტერი მოთვინიერებული ყავს და მშვენიერ შედეგს დებს
ცუდი არაა, მაგრამ ბარსელონას არ გამოადგება, მე მგონია.
და ინძაგი წამოვა აწყობილი კამანდიდან?
Cudi treneri araa,martla magrad moxoda inter,mara ravici rgaac ar mimdissavit guli…