workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეტალები არაბეთიდან ტერ შტეგენისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე

დეტალები არაბეთიდან ტერ შტეგენისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე

Relevo იტყობინება, რომ არაბულმა კლუბმა “ალ-იტიჰადმა” მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შეთავაზება გაუკეთა.

წყაროს ცნობით, ტერ შტეგენის მოყვანა პერსონალურად რამონ პლანესს სურს. იგი “ალ-იტიჰადის” სპორტული დირექტორია, რომელიც “ბარსაში” 2018-2021 წლებში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ თუ გერმანელი “ალ-იტიჰადში” გადავა, მისი თანაგუნდელები ქარიმ ბენზემა და ნ’გოლო კანტე გახდებიან.

ამ ეტაპზე ტერ შტეგენი “ბარსელონაში” თავს კომფორტულად გრძნობს. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთიდან მიღებულმა შეთავაზებამ, შესაძლოა, მას სამომავლო გეგმები გადაასინჯვინოს. გარდა ამისა, “ბარსელონას” მომავალ ზაფხულში, სავარაუდოდ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვაც მოუწიოს.

გერმანელმა მეკარემ მიმდინარე სეზონში 21 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაუშვა. მან კარი 9-ჯერ შეინახა მშრალად. მისი კონტრაქტი კატალონიელებთან 2028 წელს მთავრდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 27 თებ 2024, 00:14
    #3

    ეგეთ სულელს გავს ტერ შტეგენი, რომ არაბეთში წავიდეს ფულის გამო?

  • nika 54
    schedule 26 თებ 2024, 19:49
    #2

    რამდენი უნდა გადაგვიხადონ ამაში, რო მერე ჩვენ მაგის დონე ვინმე ვიყიდოთ? ორჯერ მეტი?

  • araujo4
    schedule 26 თებ 2024, 01:26
    #1

    გერმანელია, ფულის გამო არაბეთში წამსვლელი არაა. სისულელეა.