workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა 7 საყრდენ ნახევარმცველს აკვირდება | ჟერარ რომერო

ბარსელონა 7 საყრდენ ნახევარმცველს აკვირდება | ჟერარ რომერო

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონას” დატოვებს, კატალონიური კლუბისთვის საყრდენი ნახევარმცველის შეძენა პრიორიტეტად იქცა.

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბლაუგრანა” შვიდ ფეხბურთელს აკვირდება.

აღსანიშნავია, რომ ბუსკეტსის შეცვლის კანდიდატებს შორის არაა იოზუა კიმიხი, რომელიც “ბარსას” ბოლო პერიოდში დაუკავშირეს.

მარტინ სუბიმენდი – მთავარ სამიზნედ კვლაც მარტინ სუბიმენდი რჩება, რომელიც ჩავი ერნანდესისა და ბორდის რჩეულია. “რეალ სოსიედადი” მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.

გვიდო როდრიგესი – “ბარსა” სუბიმენდის ალტერნატივად გვიდო როდრიგესს განიხილავს. ჩავი ერნანდესს არგენტინელი მოსწონს, მაგრამ ხელმძღვანელობას ფეხბურთელის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება.

არტურ ვერმეერენი – კლუბი ერთ-ერთ ვარიანტად “ანტვერპენის” 18 წლის ნახევარმცველს, არტურ ვერმეერენსაც განიხილავს.

რუბენ ნევეში – ჟოან ლაპორტას ფავორიტი რუბენ ნევეშია, რადგან პრეზიდენტს პორტუგალიელის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან კარგი ურთიერთობა აქვს.

სოფიან ამრაბატი – “ბარსელონა” არც სოფიან ამრაბატის კანდიდატურას ივიწყებს, თუმცა მაროკოელი ფავორიტებს შორის არაა.

ნ’გოლო კანტე – ბოლო პერიოდში კატალონიურ კლუბს “ჩელსის” საყრდენი ნ’გოლო კანტეც შესთავაზეს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.

ორიოლ რომეუ – “ბარსელონას” “ჟირონას” 31 წლის ნახევარმცველი ორიოლ რომეუც დაუკავშირეს, თუმცა მისი შეძენის შანსები ყველაზე მცირეა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • Rick Sanchez
    schedule 26 მაი 2023, 10:12
    #18

    კიმიხზე გაიბრძოლონ ჯობია, დაარწმუნონ რომ მიაწვეს ბაიერნს ბოლომდე და დავიჯერო 60 მილიონზე მეტი დაჯდება??

  • Frenkie de Jong_
    schedule 26 მაი 2023, 09:53
    #17

    რადგან ახალი გუნდი შენდება ,ჩემი აზრით არტურ ვერმეერენი , ამბრაბატი ან სუბიმენდი უნდა დაითრიონ.სამივე ახალგაზრდაა,თუმცა მარტო ახალგაზრდას ვერ ანდობ ცენტრს.შეცდომები მეტია.
    ბურთის დამჭერი გვინდა.
    ეჰ ბუსკეცისნარიი მეორე აღარ იქნება

  • Dani alves
    schedule 26 მაი 2023, 00:27
    #16

    კანტესაც არა უშავს თუ არ დაიმტვრა

  • I N I E S T A 8
    schedule 26 მაი 2023, 00:15
    #15

    ციტატა: KarlsAronia
    თუ უნდათ რომ საყრდენმა დაცვასთან ერთად ბურთის კონტროლიც ქნას მაშონ ზუბიმენდი თუ მხოლოდ დაცვითი და ჩაშლითი უნდათ მაშინ ამრაბატზე ძლიერია არცერთი არაააა…………თუ მე მაგალითად გუნდში როცა მყავს პედრი დეიონგი და პლიუს გუნდაგანიც მომყავს მაშინ ზუბიმენდის მაგივრად ამრაბატს მოვიყვანდი


    100% მეც მასე მოვიქცეოდი რათქმაუნდა დავამატებდი იმ ფაქტსაც რომ თუ როდრიზე და კიმხიზე შანსი განულდებოდა მაგ შემთხვევაში გუნდოგანთან ერთად ამრაბატს მოვიყვანდი🙃

  • Don_Andresito
    schedule 25 მაი 2023, 22:18
    #14

    ციტატა: George cule
    18 წლის ბიჭი ყველაზე დიდი ინვესტიციაა ამათგან… ვინც თამაშებს უყურებთ ამ ტალანტის დამეთანხმებით


    ეგეც უნდა იყიდონ და ერთი დონეც, ძირითადისთვის. კესი გასაყიდია.

  • Tamo
    schedule 25 მაი 2023, 21:49
    #13

    აი ამ სიის გამო აღარავის მოსვლას ველოდები ისეთი აღტაცებით როგორც ჩავის აქედან წასვლას

  • rivaldo80
    schedule 25 მაი 2023, 21:12
    #12

    სუბიმენდი მართლა კარგია შეჭამა იმდღეს დეიონგი მაგრამ ძალიან ძვირია.არადა წაიყვანს ვიღაცამ მაგას არ დატოვებენ

  • George cule
    schedule 25 მაი 2023, 21:10
    #11

    18 წლის ბიჭი ყველაზე დიდი ინვესტიციაა ამათგან… ვინც თამაშებს უყურებთ ამ ტალანტის დამეთანხმებით

  • M10 S9 D11
    schedule 25 მაი 2023, 21:03
    #10

    ყველა ერთმანეთზე ნაგავი განსაკუთრებით ამრაბატი და კანტე

  • nikusha
    schedule 25 მაი 2023, 20:43
    #9

    კიმიხი, ამბარაბატი, სუბიმენდი (დაბალ ფასად), კანტე (რადგან უფასოა) – ამათზე ღირს მხოლოდ დაკვირვება

  • Iniesta_8
    schedule 25 მაი 2023, 20:29
    #8

    არცერთი არაა ბარსას დონის. კიმიხს მიაწვნენ მოლომდე იქნება რამე გამოვიდეს. როდრი საუკეთესოა მარა ხელშეუხებელია.

  • KarlsAronia
    schedule 25 მაი 2023, 20:17
    #7

    თუ უნდათ რომ საყრდენმა დაცვასთან ერთად ბურთის კონტროლიც ქნას მაშონ ზუბიმენდი თუ მხოლოდ დაცვითი და ჩაშლითი უნდათ მაშინ ამრაბატზე ძლიერია არცერთი არაააა…………თუ მე მაგალითად გუნდში როცა მყავს პედრი დეიონგი და პლიუს გუნდაგანიც მომყავს მაშინ ზუბიმენდის მაგივრად ამრაბატს მოვიყვანდი

  • Maestro 6
    schedule 25 მაი 2023, 20:10
    #6

    აუ კიმიხი დაითრიონ რა, სიაში მყოფებიდან ბუსკეცის ფრჩხილადაც არ ღირს არცერთი, მოიყვანონ კიმიხი და კანტე უფადოდ

  • GM BARCA
    schedule 25 მაი 2023, 19:53
    #5

    აქ ერთი რამეა გასარკვევი, რა სქემით აპირებს ჩავი თამაშს, 4-3-3 თუ აპირებს მაშინ არ ვიცი დე იონგი რას იზამს, იმიტო რო ეგ მარტო საყრდენზე რისკია და გამოჩნდა ბევრჯერ, სხვა პოზიციაზე კიდე ვერ ავლენს შესაძლებლობებს, ამიტომ იკარგება ერთი ფეხბურთელი და გამოდის რომ საყრდენი ვინმე გვინდა და მაგათ გვერდზე პედრი და გავი ან გიუნდოგანი, თუ 4-4-2 აპირებს ანუ რასაც ახლა თამაშობს იდეაში, ნუ მთლად ეს სქემა არ არი მარა, ამ შემთხვევაში დეინგი იდეალურია ჭირდება ამ კაცს გვერდზე საყრდენი, რო ამან შესაძლობლელბი გამოავლინოს და უფრო მაგარი იგროკი გახდეს. მე პირადად კიმიხი მომწონს ან ამრაბატიც შეიძლება, გვიდო როდრიგეს არა უშავს.

  • levanoza
    schedule 25 მაი 2023, 19:34
    #4

    ე ბიჯო, სანამ მაჩაიძეები კიდევ ცოცხლები გვყვანან დაუძახონ და პაწა პენსიასავით გადაუხადონ. ერთ ტაიმს გოჩა ითამაშებს, მეორეს – მანუჩარი. თან დააკვდება 5 ნომერი გოჩას.

  • alwaysculerr
    schedule 25 მაი 2023, 19:09
    #3

    სუბიმენდის გადმოსვლა განა არმინდა? მარა 60 მილიონი ძაან მეზედმეტება მაგისთვის

  • lesane C
    schedule 25 მაი 2023, 18:58
    #2

    მგონია რო მაინც სუბიმენდის მოათრევენ

  • nika 54
    schedule 25 მაი 2023, 18:55
    #1

    რუბენ ნევეში – ჟოან ლაპორტას ფავორიტი რუბენ ნევეშია, რადგან პრეზიდენტს პორტუგალიელის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან კარგი ურთიერთობა აქვს.
    ჩავიმ ნევეში არ მჭირდებაო და ლაპორტას უნდა იმიტომ რო მის აგენტთან კარგი ურთიერთობა აქვს?
    როდის უნდა გადაეჩვიოთ ხალხო ამ ქართულ-ჯიგრულ პონტში ლაპარაკს, ეს ევროპაა და ყველას ყველა კიდია ფეხებზე. არაფერი პირადი მხოლოდ ბიზნესი, აი ეს არის მათი დევიზი. ეს საქართველოში მოსულა ძმაკაცურად საქმეების კეთება და ისიც უკვე ნელ-ნელა კარგავს აზრს, იმიტომ რო სრული აბსურდია. ასე ვერც ქვეყანა აშენდება და ვერც საფეხბურთო კლუბი. ასევე საინტერესოა 7 კანდიდატიდან რომელს გასწვდება ბარსას ბიუჯეტი, და ბუსკეტსის ადგილზე 18 წლის ვინმე არტურ ვერმეერენი რამეს მიაღწევს, მსოფლიო მასშტაბის ნახევარმცველს 18 წლის ბავშვით ვანაცვლებთ? ესეთი ხო პედრიც და გავიც გვყავს.