A Bola-სთან მიცემულ ინტერვიუში ხავიერ ტებასი აცხადებს, რომ იგი “ბარსელონას” მდგომარეობის გამო შეწუხებულია.
ლა ლიგის პრეზიდენტის განცხადებით,
“ბარსას” გამო შეწუხებული ვარ, მაგრამ, იმავდროულად, ძალიანაც არ ვდარდობ. ვიცი, რომ კლუბს გააჩნია მექანიზმები შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად. “ბარსას” მოუწევს, ადაპტირდეს, მონახოს საუკეთესო არჩევანი და იპოვოს გზა პრობლემის გადასაჭრელად.
“ბარსელონა” ყოველთვის მიდრეკილი იყო, გადაეჭარბებინა ლა ლიგის მიერ დაწესებული სახელფასო ლიმიტისთვის. როცა პანდემია დაიწყო, მისი შემოსავლები სერიოზულად შემცირდა, თუმცა ამას ხელფასების შესაბამისი შემცირება არ მოჰყვა. შედეგად კლუბის გადასახდელები ვერ ადაპტირდა შემცირებულ შემოსავლებთან. ეს კი სხვა კლუბებმა მოახერხეს, მაგალითად, “რეალ მადრიდმა”, რომელიც სახელფასო ლიმიტს არასოდეს სცდებოდა. მადრიდელები უფრო ფრთხილები იყვნენ, რამაც კრიზისის დროს მათ სიტუაციის კონტროლის საშუალება მისცა.
“ბლაუგრანა” ფინანსური ფეარ პლეის გამო მნიშვნელოვნად იზღუდება. კლუბს ამის გამო ფეხბურთელების დარეგისტრირება არაერთხელ გაუჭირდა.
"ბარსას" გამო შეწუხებული ვარ, მაგრამ, იმავდროულად, ძალიანაც არ ვდარდობ.
ყველაფერს გასაგებად ამბობს. მკიდიხართო რა.
კოუტინიომ წველა ხელფასით ბარსა, დემბელემ წველა, გრიზმანში 120 ისროლეს და 20 ად დაუბრუნეს მერე, არ დაგცინის ამის შემდეგ? რომელი იყო ამ კოუ დემბელეს და გრიზიდან ახლოს მაინც ინი/ხავი/ბუსი – თან? რომელს ქონდათ ამხელა ხელფასები? ფრენკი რო მოიყვანეს იმხელა ხელდასი დაუნიშნეს ეგრევე რო ბუსი გაშტერებული იყო ალბათ რა ხდება ესო. დაგვცინის აბა რას იზამს მითუმეტეს ტებასი. ამ დაცინვით რასაც მიგვანიშნებს ის სწორი კია და უძახე ეხლა შენ ნუ გვცინიო რამდენიც გინდა კიდე, გამოვა და კიდე გაიმეორებს იგივეს და ხალხიც დაეთანხმება კიდეც.
არ არის დასაცინი ბარსა თუ რას იძახი?😃
აქ რომ ვხედავ ბევრი ეთანხმება ამ სირიკოს.ვერ ხედავთ რომ დაგვცინის ეგ ჩემის ბენზემა?ჯერ ბათლემეუს ოჯახი მო…. მერე ლაპორტასი. მერე ტებასის.და ბოლოს ვინც ტებას ხმა მიცა და კიდო აირჩია.
კი, აბსოლუტურად გეთანხმები. ბართომეუს პოლიტიკა გუნდი ძალიან დააზარალა, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია – ქამრების შემოჭერის პოლიტიკა დაიწყო და კლუბი ისწავლის, რომ ხელფასები მომავალში უაზროდ არ გასცეს. პლუს, ამ კრიზისმა ყველას დაანახა, რომელი ფეხბურთელისთვის არის კლუბი მნიშვნელოვანი და რომლისთვის – არა. მოკლედ, ამ პერიოდიდან კარგი გაკვეთილის სწავლა შეიძლება და იმედია, ისწავლიან.
ეს მაგარი ახვარია, თუმცა რა თქვა არასწორი.
Ise chvenshi darches da swors ki ambobs. Ra vinmeze naklebi saxeli gvaq fulit ro davakavot xalxi mainc da mainc?tu naklebi skola gvaq tu pirveli ara,ro gundis ertguli talantebi gvyavdes.ase rom rac mets shoulobdnen dzaan gautkbat ra.ragac mxriv kai darcha es krizisi,imedia samomavlod iswavlian ro arc gaberili xelfasebi miscen da arc uazro tanxebi gadayaron…