ოთხშაბათს “ბარსელონამ” ოფიციალური წერილით მიმართა ლა ლიგას, ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციასა (RFEF) და მსაჯთა ტექნიკურ კომიტეტს (CTA), რათა მათ “რეალ მადრიდის” პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის წინააღმდეგ იურიდიული ზომები მიეღოთ. პარასკევს, ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა კატალონიელთა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, რაფა იუსტეს საპასუხო წერილი გაუგზავნა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
პერესის განცხადებები და ტებასის პასუხი
12 და 13 მაისს პერესმა კატალონიური კლუბისა და ესპანური ფეხბურთის ინსტიტუტების მისამართით მძიმე ბრალდებები გააჟღერა. მან განაცხადა:
აქ ბევრი სეზონი გავატარე და 7 ჩემპიონთა ლიგა და 7 ლა ლიგა მოვიგე, რადგან დანარჩენები მომპარეს. ორი ათწლეულის განმავლობაში სისტემური კორუფცია იყო და ისევ იგივე მსაჯები არიან. ჩვენ ვამზადებთ 500-გვერდიან დოსიეს, რომელსაც უეფას წარვუდგენთ. როგორ შეგვიძლია ეს დავივიწყოთ? ეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი კორუფციული საქმეა.
Mundo Deportivo-სა და MARCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტებასი სრულად იზიარებს “ბარსელონას” აღშფოთებას. ლა ლიგის პრეზიდენტი პერესის განცხადებებს მიუღებელს უწოდებს, რადგან ე.წ. “ნეგრეირას საქმესთან” დაკავშირებული ეს ბრალდებები არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და ეჭვქვეშ აყენებს ტურნირის პრესტიჟს. ტებასი ეთანხმება იუსტეს, რომ ეს ყველაფერი უდიდეს ზიანს აყენებს როგორც კლუბების, ისე ორგანიზაციებისა და მსაჯების რეპუტაციას.
ლა ლიგის უკვე გადადგმული ნაბიჯები
თავის წერილში ტებასი დეტალურად იხსენებს, რომ ლა ლიგას “რეალ მადრიდისა” და მისი ოფიციალური მედიასაშუალებების (კერძოდ, საკლუბო ტელევიზიის) სისტემატური ქმედებების წინააღმდეგ უკვე არაერთხელ გამოუთქვამს პროტესტი. მაგალითად მოყვანილია RFEF-ის სადისციპლინო კომიტეტსა და სპორტის ადმინისტრაციულ სასამართლოში (TAD) შეტანილი საჩივრები მას შემდეგ, რაც ფედერაციამ საქმე დახურა.
გარდა ამისა, 2025 წელს ლა ლიგამ საჯაროდ დაიცვა ესპანური სამსაჯო სისტემა და ღიად დაგმო “რეალ მადრიდის” მოთხოვნები არბიტრთა კორპუსის ძირეულ რეფორმასა და იმ მსაჯების გათავისუფლებაზე, რომლებიც შესაძლოა ნეგრეირას პერიოდთან ყოფილიყვნენ დაკავშირებულნი.
ბოლოს, ტებასი ხაზს უსვამს, რომ ლა ლიგა კვლავაც პატივს სცემს მიმდინარე სასამართლო პროცესებს, სადაც ის კერძო ბრალმდებლის სტატუსითაა წარმოდგენილი ფაქტების დასადგენად, და მკაცრად დაგმობს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ტურნირის იმიჯს შელახავს. ცნობისთვის, გასულ პარასკევს “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ პერესის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები უკვე მიიღო და თუ ის საკუთარ სიტყვებს არ უარყოფს, კლუბი ცილისწამების მუხლით სასამართლოში სისხლის სამართლის საჩივარს შეიტანს.
და რა ?? ჯერ ერთი ეს ტებასი კიდე ან გამოგვადგება ან არაა, რეალის ფანი და მაინც პერესის კაცი მგონია, მერე მეორე გამოვლენ აქოცებული ყანამადრიდის ფანები და კიდევ აქეთ დაიწყებენ დაბრალებებს, რომ ტებასი თურმე ბარსელონას ფანი და მფარველია, მოკლედ ეს საქმე თუ ჭეშმარიტებასთან ახლოს უნდა მივიდეს ან არის აქამდეც მიიღებდნენ ზომებს, ეგრე სად არი აბრალო რაჩეები ვიღაცეებს დს შეგრჩეს თან არანაირი დასაბუთება…პერესს რომ ტრაკი არ ქონოდა ამდენს ვერ გაბედავდა, ჩაივლის ეს ამბავიც ისე როგორც ოერესს აწყობს, დარჩრბა ისევ შელახული სქხელი და იმიჯი ბარსელონას…