“ბარსელონა” ლა ლიგის მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს, მეტოქე კი ვიგოს “სელტა” იქნება, რომელთანაც ჩავის გუნდი ხასიათის გამოსწორებას შეეცდება.
როგორც ესპანურ მედიაში იწერება, აღნიშნული შეხვედრის მთავარი მსაჯი ხუან ლუის პულიდო სანტანა იქნება, რომელსაც “ბარსელონას” თამაშებზე აქამდეც უმსაჯია.
40 წლის ესპანელმა არბიტრმა კატალონიური კლუბის შეხვედრა ბოლოს “ბარბასტროსთან” იმსაჯა, რომელიც ჩავის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოიგო.
გარდა ქვედალიგელ გუნდთან გამართული მატჩის მსაჯობისა, პულიდო “ბარსელონას” შეხვედრის მთავარ არბიტრად კიდევ ორ თამაშზე დაუნიშნავთ, “ხეტაფესთან” და “სელტა ვიგოსთან” (ორივე წინა სეზონში).
პირველ შემთხვევაში “ბარსელონამ” უგოლო ფრე ითამაშა, “ბალაიდოსზე” გამართული მატჩი კი ვიგოელებმა მოიგეს, – 2:1.
"ბარბასტროსთან დაძაბულ ბრძოლაში" მკლავს.
ამის წყალობით უკვე წაგვიგია ვიგოში, სელტა კმაყოფილი იქნება მსაჯით.
არადა სიმართლე როა) ეგაა უბედურება)