ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიო “რეალ მადრიდში” ყოფნისას “ბარსელონასთან” მეტოქეობა გაიხსენა.
“რეალ მადრიდში” გატარებულ წლებში “ბარსასთან” უდიდესი დაპირისპირება გვქონდა. საუკეთესო კრიშტიანუ, საუკეთესო მესი… “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო გუნდი იყო, “რეალ მადრიდი” კი ამის შეცვლას ცდილობდა. “ელ კლასიკოსთვის” მსოფლიო ჩერდებოდა. 1 სეზონი “ბარსა” იგებდა, 1 სეზონი – “რეალ მადრიდი”. ეს დიდებული და ძალიან ინტენსიური ჯახი იყო.
– განაცხადა მოურინიომ.
ჟოზე მადრიდულ კლუბს 2010-2013 წლებში წვრთნიდა. 2010 წელს “რეალ მადრიდმა” “ბარსელონასთან” ისტორიული მარცხი სწორედ მოურინიოს ხელში განიცადა და პეპ გვარდიოლას “ბარსასთან” 0-5 წააგო.
პორტუგალიელი სპეციალისტის “ლოს ბლანკოსში” მოღვაწეობის პერიოდში, ლა ლიგა “ბარსელონამ” ორჯერ მოიგო, “რეალ მადრიდმა” კი – ერთხელ. ამასთან, 2010/11 წლების სეზონში “ბარსა” ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორიც გახდა.
შენ კიდევ მოედანი რინგად აქციე შე ახვარო. რეალის ფეხბურთელები ნაჯახით გამოდიოდნენ, განსაკუთრებით 2 ცხოველი რამოსი და პეპე. მშვიდი ალონსოც გააგიჟა ამ წუნკალმა ინტრიგანმა.
თითქოს თანაბარი გუნდები ყოფილიყვნენ ისე აღწერა სიტუაცია.
სრულ 3 სეზონში მოურინიოს რეალმა 3 ტიტული მოიგო ლა ლიგა, სამეფო თასი და სუპერთასი. ბოლოს ისე შეიძულეს მადრიდელმა ფანებმა, რო სტვენით ხვდებოდნენ ხოლმე. ამიტომ ბოლო სეზონში საერთოდ დაწყებულ თამაშზე შემოდიოდა ხოლმე ქურდივით და სათადარიგოთა სკამიდან აღარც დგებოდა.
არ გაგვიტოლა ის სამარცხვინო გუნდი ჩვენ და სლე რონალდუ მესის. წადი რა შე 5-0 კაცო, ტიტო დაჩაგრა, პეპი დარჩენილიყო 15 დან 2 კლასიკო გექნებოდა მოგებული