Mundo Deportivo იტყობინება, რომ “ბარსელონა” ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ბურთის მომპოვებლის სტილის მქონე ფეხბურთელს ეძებს. ამ მხრივ, კლუბში ორ ვარიანტს განიხილავენ: ამადუ ონანასა და დიონ ლოპის.
ამადუ ონანა “ევერტონის” ღირსებას იცავს. მისით კლუბი გასული წლიდან ინტერესდება და როგორც ცნობები მიუთითებენ, მის აგენტს შეხვდნენ კიდეც. ბელგიელის მოსალონდელი ღირებულება 50 მილიონი ევროა, თუმცა იგი შეიძლება შემცირდეს, თუ “ევერტონი” პრემიერ ლიგიდან გავარდება.
დიონ ლოპის, “ალმერიას” ფეხბურთელს, “ბარსა” 2022 წლიდან აკვირდება. მეტიც, მატეუ ალემანის, კლუბის ყოფილ სპორტულ დირექტორს, მასთან წინასწარი შეთანხმებაც ჰქონდა მიღწეული. თუმცა იმ მომენტში კატალონიელებს სხვა პრიორიტეტები ჰქონდათ. ამჟამად ლოპის კონტრაქტის მიხედვით, მის გამოსყიდვა 40 მილიონი ევროდ შეიძლება, მაგრამ ესეც, სავარაუდოდ, შემცირდება იმ შემთხვევაში, თუ “ალმერია” სეგუნდაში დაქვეითდება.
ორივე ფეხბურთელი კარგი ვარდნით გამოირჩევა. ამასთან, ონანა განსაკუთრებით კარგად იგებს საჰაერო ორთაბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” მარტინ სუბიმენდისა (“რეალ სოსიედადი”) და იოზუა კიმიხს (“ბაიერნი”) აკვირდება. მიუხედავად ამისა, ეს ორი ფეხბურთელი განსხვავებული პროფილისაა და ზემოხსენებულებთან შედარებით, ნაკლებად ხელმისაწვდომებიც არიან.
მწვრთნელი მოვიდეს ჯერ და თვითონ აარჩიოს.
ტყუილი ბაზარია ეს ყველაფერი, მწვრთნელის მოყვანამდე ლაპარაკიც ზედმეტია ამ თემებზე. თუ დეკუ ფიქრობს ახალი მწვრთნელი რო მოვა ისევ ეს მოუყვანს ფეხბურთელებს დაუკითხავად მაგარი შემცდარია.
არაფერი ვიცი ამ ონანაზე. თუ კაი ბიჭია მაგას რა ჯობია. კიმიხის ვერ მოყვანის შემთხვევაში კაი ვარიანტი იქნება. აბა ესენი როდრის ვერ დაგვიხატავენ.
ონანა 1.92 თუ 1.95-ია და მ,ოიგებს აბა რას იზამს?

ისე ვარდნა რომეუს აქვს, თუ ვარდნაზეა საქმე, ნაჯახისებური