workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
არაუხოს აგენტებმა დეკუს უთხრეს, რომ ურუგვაელი ბარსელონაში ბედნიერია

არაუხოს აგენტებმა დეკუს უთხრეს, რომ ურუგვაელი ბარსელონაში ბედნიერია

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, გუშინ, რონალდ არაუხოს აგენტები, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებისთვის, ბარსელონაში იმყოფებოდნენ.

წყაროს ცნობით, ურუგვაელის გარემოცვამ დეკუს უთხრა, რომ ფეხბურთელი “ბარსელონაში” ბედნიერია და კლუბში დიდი ხნით დარჩენა სურს.

ასევე, როგორც რომერო იტყობინება, დეკუმ რობერტო დე ძერბიზეც (მას და არაუხოს საერთო აგენტები ჰყავთ) ისაუბრა, მაგრამ ეს მთავარი თემა არ ყოფილა და საუბრის კონტექსტი გაურკვეველია.

დე ძერბი “ბარსას” სიაშია, მაგრამ “ბრაიტონთან” გაფორმებული კონტრაქტი იტალიელი სპეციალისტის ინგლისური კლუბიდან წასვლას ძალიან ართულებს.

“ბარსელონას” ჩავის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ არაერთი მწვრთნელი დაუკავშირეს. მაგალითად: ჰანსი ფლიკი, ტომას ტუხელი, იმანოლ ალგუასილი, ტიაგო მოტა, გარსია პიმიენტა, სერჟიო კონსეისაუ და სხვები.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 16 თებ 2024, 20:08
    #4

    ძალიანაც კაი თუ არ მიდის.

  • Rick Sanchez
    schedule 15 თებ 2024, 16:11
    #3

    ციტატა: me da barca
    ბაიერნში მწვრთნელი თუ შედეგს ვერ დებს ეგრევე ააცმევინებენ, აქ კი 3 წელი ელოდებიან სანამ ბოლომდე არ ჩაძირავს გუნდს. ეს ლეგენდაა, ის მეფეა და ის კიდევ კარდინალი და ზარალდება გუნდი. 10 წელია ერთი ნორმალური არც მწვრთნელი ეღირსა გუნდს და არც პრეზიდენტი.


    იდეაში ნახევარი სეზონი იყო ჩავი უტიტულოდ, შემდეგ წელს ლა ლიგა და სუპერ კოპა დადო, 3 წელი უტიტულოდ არავის გაუჩერებია გუნდში.

  • me da barca
    schedule 15 თებ 2024, 09:59
    #2

    ბაიერნში მწვრთნელი თუ შედეგს ვერ დებს ეგრევე ააცმევინებენ, აქ კი 3 წელი ელოდებიან სანამ ბოლომდე არ ჩაძირავს გუნდს. ეს ლეგენდაა, ის მეფეა და ის კიდევ კარდინალი და ზარალდება გუნდი. 10 წელია ერთი ნორმალური არც მწვრთნელი ეღირსა გუნდს და არც პრეზიდენტი.

  • La Pulga10
    schedule 15 თებ 2024, 09:32
    #1

    კლოპი,ფლიკი და დე ძერბი ეს სამი ვარიანტია ყველაზე კაი.