სამშაბათს დასვენების შემდეგ “ბარსას” ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ. დილის სავარჯიშო სესიაზე ფეხბურთელებმა “სელტას” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის დაიწყეს მზადება.
ტიტო ვილანოვას სახელობის მოედანზე პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელი იმყოფებოდა, რომელთაც “ბარსა ატლეტიკიდან” შეუერთდნენ პაუ კუბარსი, ექტორ ფორტი, მარკ კასადო, მარკ გიუ და პაუ ვიქტორი.
“ბარსელონა” “სელტას” შაბათს დაუპირისპირდება. “გრანადასთან” ნათამაშების ფრის შემდეგ კლუბს ქულები ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
საერთოდ არ ჭირდება გუნდს ხვალ სამი ქულა, ლა ლიგა მაინც წაგებულია, ამათთვის მთავარია ახლა ოთხეულში დარჩნენ.
სელტა ერთერთი უხერხული მეტოქეა, კიდევ ერთი იმედგაცრუება გველოდება.
ქულები როდის არ ჭირდება გუნდს. ალბათ სეზონი რო მთავრდება და შედეგები დაფიქსირებული.