“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, უსმან დემბელემ Le Parisien-თან ისაუბრა:
“ბარსაში” 20 წლის ასაკში გადავედი. პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ წელიწადნახევარი მქონდა ნათამაშები და ჯერ კიდევ ვსწავლობდი. “ბარსელონაში” ყველაზე მეტი რამ ვისწავლე, გავიზარდე როგორც ადამიანი და ფეხბურთელი.
ასევე, მართალია, რომ იქ ბევრი რამ გადავიტანე, ძალიან რთული პერიოდები მქონდა. შემდეგ, ნელ-ნელა, ყველაფერი გაუმჯობესდა. ეს ახალგაზრდა პროფესიონალი ფეხბურთელის ლოგიკური ევოლუციაა – წლების გასვლასთან ერთად ბევრი რამ იცვლება.
მეორე წელს ფიზმომზადების მწვრთნელი დავიქირავე, რამაც მოედანზე და მის გარეთ ბევრი რამ შეცვალა. სავარჯიშო სესიების დროსაც ვმუშაობდით და თავისუფალ დროსაც. ის პარიზშიც ჩემთან ერთადაა. დარბაზშიც ვვარჯიშობთ.
“ბარსელონა” ძალიან დიდი გუნდია, მაგრამ პსჟ-იც დიდი კლუბია. გულწრფელად რომ ვთქვა, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ [იცინის].
“კამპ ნოუ” უდიდესია, ისტორიით სავსე, მაგრამ “პარკ დე პრენსის” ატმოსფერო გამორჩეულია.
ლუის ენრიკესთან ურთიერთობა, მეტ-ნაკლებად, ჩავისთან ურთიერთობას ჰგავს. ამ უკანასკნელთან დიდებული მოგონებები მაკავშირებს, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. მან ბევრი რჩევა მომცა და მენდო. ლუის ენრიკეს კი დიდ ხანია ვიცნობ და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მწვრთნელია.
ბავშვობაში, ჩემი პირველი მაისური ინგლისის ფორმა იყო, დევიდ ბექჰემის სახელით. სტივენ ჯერარდიც ძალიან მიყვარდა, შემდეგ კი “ბარსელონაში” ლეო მესისა და ანდრეს ინიესტას შევხვდი. მესი ყოველთვის ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი იყო. ლეომ, გვარდიოლამ და ინიესტამ “ბარსა” შემაყვარეს, სწორედ ამიტომ, ამ კლუბში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. როცა “ბლაუგრანაში” გადავედი, ოცნება ავისრულე. ინიესტასთან და მესისთან ერთად თამაში საოცარი იყო.
ფრანგი შემტევი “ბარსელონაში” 2017-2023 წლებში თამაშობდა. მან “ბარსაში” 185 მატჩი ჩაატარა, 40 გოლი გაიტანა და 43 ასისტი მიითვალა.
გასულ ზაფხულში დემბელემ, ყველასთვის მოულოდნელად, პრესეზონის მიმდინარეობისას, პსჟ-ში წასვლა გადაწყვიტა. უსმანი კატალონიურმა გრანდმა “დორტმუნდიდან” €135 მილიონად შეიძინა, “პარი სენ-ჟერმენში” კი €50 მილიონად გაყიდა.
პსჟს და ბარსას შორის განსხვავებას ვერ ვხედავო? რა იდიოტია მასტი.
ეს რა დებილიც მოვიდა ისეთივე წავიდა და ტყუილად ფიქრობს რო ბარსელონაში "გაიზარდა როგორც ადამიანი და ფეხბურთელი".
"ბარსელონა" ძალიან დიდი გუნდია, მაგრამ პსჟ-იც დიდი კლუბია. გულწრფელად რომ ვთქვა, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ [იცინის
ანუ ხო წარმოგიდგენიათ ტიპს რა ცუდი აზროვნება აქვს
ზოგადად ხო დაწყევლილები ვართ, მაგრამ იმაზე დიდი გამართლება რო ჩვენსავით წყალწაღებულინაპოლი შეგვხვდა არვიცი, წარმლდგენა არმინდა ეს ლაიპციგი რას დაგვმართებდა, ალბათ კიდე ერთ საშვილთაშვილო სირცხვის ვჭამდით
ლაიფციგთან გაუშვეს მარა…
ნახევარდაცვით თამაშობენ დაცვას და ჟირონასთან გოლს არ უშვებენ, ლაიპციგთან გოლს არ უშვებენ, ჩვენ ამდენი მცველი გვყავს და გრანადა გვიტანს 3-ს, ვილიარეალი 5-ს 😂😂