workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას ფელიშის შენარჩუნება სურს

ბარსას ფელიშის შენარჩუნება სურს

“ბარსელონა” მომავალი ზაფხულისთვის უკვე იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლოს ჩავი კლუბს ტოვებს, კატალონიელებს ჟოაუ ფელიშის შენარჩუნება სურთ.

პორტუგალიელი თავდამსხმელი კლუბს გასულ ზაფხულში შემოუერთდა და ნაყოფიერი დასაწყისიც ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ მისი თამაში არასტაბილური გახდა, რამაც ფელიში სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო.

მიუხედავად ამისა, RAC1-ის ინფორმაციით, ფელიშის აგენტი ჟორჟე მენდეში უკვე მუშაობს ახალ გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც პორტუგალიელი კლუბში მეორე იჯარით დარჩება, გამოსყიდვის უფლებით. გარდა ამისა, მენდეში მუშაობს ჟოაუ კანსელუს საკითხზეც. იგი კლუბში ასევე იჯარით თამაშობს “მანჩესტერ სიტიდან”. ამ შემთხვევაში, აგენტმა “ბარსა” გააფრთხილა, რომ გარიგება უფრო რთული იქნება, ვინაიდან “სიტი” ხელმეორე იჯარით დაინტერესებული არაა და იგი მხოლოდ სრულყოფილ ტრანსფერს დასთანხმდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 08 თებ 2024, 21:46
    #4

    ახალ იჯარაში კიდევ მოგვიწევს თანხის გადახდა და გვაწყობს ეგ? არ ჯობია საბოლოოდ იყიდონ ან გაუშვან?

  • nika 54
    schedule 08 თებ 2024, 20:16
    #3

    მერე მეორე იჯარა კიდევ 15 მილიონი? ანუ 30 მილიონი და კიდევ 80 უნდა გადავიხადოთ მომავალ წელს? ღირს მაგ ფასად ეს ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ხასიათის ფეხბურთელი? რას ელოდებიან რო სერესო გარდაიცვლება და უფასოდ შეგვრჩება?

  • Albicelecte
    schedule 08 თებ 2024, 14:34
    #2

    ლოგიკურია, სიტი სადღაც 25 ითხოვს, ატლე კი 80

  • .Gladiator.
    schedule 08 თებ 2024, 12:36
    #1

    ფელიშის იჯარა თუ მოხერხდება კაია