Daily Mail-ის ინფორმაციით, ივლისში ინგლისში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც 35 წელს გადაცილებული ფეხბურთელები ითამაშებენ.
Elite Players Group-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონი ნაკრებები მიიღებენ:
- ინგლისი
- არგენტინა
- ბრაზილია
- საფრანგეთი
- გერმანია
- იტალია
- ესპანეთი
- ურუგვაი
მატჩები ივნისის დასაწყისში, ერთი კვირის განმავლობაში, ერთ სტადიონზე გაიმართება. ჯერ უცნობია, თამაშები რომელ მოედანზე ჩატარდება, მაგრამ პოტენციური ვარიანტებად პრემიერ ლიგის ჩრდილოური კლუბების სტადიონები განიხილება.
თითოეული ქვეყნის კაპიტანი EPG-ის დამფუძნებელია: სტივ მაკმანამანი (ინგლისი), ესტებან კამბიასო (არგენტინა), ემერსონი (ბრაზილია), კრისტიან კარემბე (საფრანგეთი), კევინ კურანი (გერმანია), მარკო მატერაცი (იტალია), მიჩელ სალგადო (ესპანეთი) და დიეგო ფორლანი (ურუგვაი).
შემადგენლობებში იქნებიან ოქროს ბურთის გამარჯვებულებიც: მაიკლ ოუენი, კაკა, რონალდინიო, რივალდო და ფაბიო კანავარო. ინგლისს ეშლი კოული, ჯო კოული, რიო ფერდინანდი, დევიდ ჯეიმსი, ფრენკ ლამპარდი და რობი ფაულერიც ეყოლება.
მოსალოდნელია, რომ ასევე ითამაშებენ: კაფუ, რობერტო კარლოსი, ტიერი ანრი, მარსელ დესაი, ერნან კრესპო, პაბლო საბალეტა, მესუთ იოზული, სამი ხედირა, დავიდ სილვა, კარლეს პუიოლი, ფრანჩესკო ტოტი და სხვები.
გუნდები მოედანზე, ჩვეულებრივ, 11 ფეხბურთელით გავლენ, მაგრამ მატჩები 70-წუთიანი იქნება. თითოეულ ნაკრებს განაცხადში 18 მოთამაშე ეყოლება და მათ თამაშის მიმდინარეობისას ერთმანეთის შეცვლა თავისუფლად, ნებისმიერ მომენტში შეეძლებათ.
გავრცელებული ცნობებით, მეოთხედფინალები 4-5 ივნისს გაიმართება, ნახევარფინალები – 8 ივნისს, ფინალი კი 11 ივნისს შედგება. ტურნირი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ჩაეტევა.
ნაზარიო და ზიდანი არ იქნებიან და ტეხავს ეგ.
კაი აზრია, მსოფლიოს ლეგენდების ნახვა ვის არ უნდა მოსწონდეს ვერ ვხვდები, იმ 2მა კაცმა რატო არ მოიწონა ნეტაი იდეა?
მაგარი შემადგენლობებით გამოვა ყველა ნაკრები იმედია და არა ისეთებით თავის დროზე რო 2-3 ჯერ ითამაშეს ნაკრებებში ან საერთოდ რო არ გამოუძახებიათ
მოქმედ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ თამაში მესი ვერ ითამაშებს შესაბამისად
მოქმედი ფეხბურთელებიც იქნებიან ალბათ ხომ, მესი, სუარესი, ბუსკეტსი, ალბა და კიდევ მოიძებნებიან საკმაოდ.
გაასწორებს მაგრად აბა რა. ტრადიციათაც რო აქციონ და ყოველ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ასეYი მსოფლიო ჩემპიონატი სულვრო ჩატარდეს არ იქნება ურიგო და პოპულარული გახდება უფრო და უფრო, არა ნაკლები გულშემატკივარი ეყოლება ბებრებს😄
ამდენი ლეგენდის ხილვა ასე ერთბაშად ძალიან სასიამოვნო იქნება 😍