რაფინია ბელოლი ვარჯიშს უკვე დაუბრუნდა და შესაძლოა, მომდევნო მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.
ახლა საინტერესოა, ლამინ იამალის პერფორმანსის გათვალისწინებით, ვინ უნდა იყოს სასტარტო შემადგენლობის წევრი. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავისთვის იამალი ხელშეუხებელია.
16 წლის ფეხბურთელმა ბოლო 5 მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. სამწვრთნელო შტაბი მხოლოდ იმაზე დარდობს, რომ ასეთ პატარა ასაკში დიდმა სათამაშო დრომ ლამინის ტრავმა არ გამოიწვიოს.
“ბარსელონას” შემდეგი მატჩი 11 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე, “გრანადას” წინააღმდეგ უწევს.




მერე იამალი რო ჯობია უნდა იყოს ძირითადში, რაფინია კი შეცვლაზე ათამაშოს, რათ უნდა ამას ფიქრი. და ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ცოდვაა ის ბავშვი არ გადაიწვას.
რაფინია ეგრევე ხომ არ ჩაჯდება ძირითადში კაცო?! იამალი ისევ სასტარტო იქნება
რაფინია თავისი ფორმის პიკში რომაა მაშინაც შლანგია და ახლა ტრავმის შემდეგ ბარსა ბ-საც ვერ დააკმაყოფილებს.
რაფინიას ახალ დაბრუნებულზე ეგრევე ძირითადში არავინ გამოიყვანს ალბათ ისევ იამალი დაიწყებსხოლმე მაგრამ შემდეგ რაფინიათი შეიცვლება და თან დროც გამოუვა იამალს და დასვენების საშუალებაც ექნება სადღაც მე60 წთზე შეიცვლოსხოლმე
ეხლა დაასვენოს და მერე გაუყოს დრო… ნაპოლისთან უეჭველი იამალი უნდა იდგეს იმის თავმოუბმელ თამაშს ვერ ავიტან ლიგაზე…