workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
რაფა მარკესი ბარსელონას ჩაბარებაზე: ყველაფერი ხელმძღვანელობის ხელშია

რაფა მარკესი ბარსელონას ჩაბარებაზე: ყველაფერი ხელმძღვანელობის ხელშია

დღეს, ჩვენი დროით 15:00 საათზე რაფა მარკესის გაწვრთნილმა “ბარსელონას” სარეზერვო გუნდმა საშინაო არენაზე “ლოგრონესი” მიიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ კატალონიური კლუბის ახალგაზრდული ფრთის დამრიგებელს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სთხოვეს, რომ ძირითადი გუნდის ჩაბარებასა და ჩავი ერნანდესის ჩანაცვლებაზე ესაუბრა, რაც ბოლო დღეებში მედიის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა გახლავთ.

სიახლეებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემი ახლანდელი საქმით ბედნიერი ვარ, ბევრს ვსწავლობ და ბავშვებთან მუშაობით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ყველაფერი დროდადრო მოხდება.

მიმდინარე პრესკონფერენციაზე რაფა მარკესს წინა შეხვედერაზე გაკეთებული კომენტარიც გაახსენეს, რომელიც ჩავის გახმაურებულ ანონსს ემთხვეოდა. 

ბევრის არაფრის ახსნას არ ვაპირებ, რადგან ვინც მიცნობს, ჩემი ღირებულებებიც კარგად იცის. ბიჭებთან ერთად საქმის კეთებას განვაგრძობ, ამით კი ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ყველაფერი პროცესის ნაწილია და თუ ახალ ეტაპზე გადასვლა მომიწევს, ამას დროიდან გამომდინარე შევაფასებთ.

– ამბობდა რაფა მარკესი, რომელმაც 27 იანვრის პრესკონფერენცია იმ სიტყვებით დაასრულა, რომ ახლა ყველაფერი ხელმძღვანელობის ხელშია და მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად საკმაოდ ბევრი ფიქრი მოუწევთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 05 თებ 2024, 20:05
    #11

    ციტატა: ხავიესტა
    ატლეს წააგებს თუ მოიგებს ჩვენ მაინც +_ში ვრჩებით… ასევე შემდეგ ტურში რეალი ჟირონა მადაც ნებისმიერი შედეგი გვაწყობს.


    ატლეს მოგებით +_ში როგორ ვრჩებით? გვასწრებს. ახლა ფრეს შემდეგ დარჩა მე-4-ზე. რო მოეგო გაგვასწრებდა.

  • Rick Sanchez
    schedule 05 თებ 2024, 16:02
    #10

    ზედმეტს ლაპარაკობს ეს კაცი.

  • Gaucho24
    schedule 05 თებ 2024, 00:06
    #9

    ციტატა: Barca for life

    ციტატა: ggiiorgi

    ციტატა: Barca for life
    გუნდს ჭირდება 3 ძირითადი რაღაც:

    1. სწორი მწვრთნელი
    2. ფეხბურთელების გაგდება და კარგი მაყუთის გაკეთება
    3. 3 მნიშვნელოვანი პოზიციის გაძლიერება გაკეთებული მაყუთით: საყრდენი, ცენტრფორვარდი და მარცხენა ვინგერი.

    სანამ ეს არ მოწესრიგდება, იქამდე არ გვეშველება სერიოზულად!


    მგონია რომ გაგდებული ფეხბურთელებით ბევრ მაყუთს ვერ იშოვი და მეორე ვფიქრობ ცენტრფორვარდი არაა საჭირო. ცოტა ადრე რო დაეტესტა კრისტიანსენი საყრდენად, შეიძლება არც საყრდენი დაგვჭირებოდა და არც ხავის ქონოდა გასაქცევად საქმე


    1. დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე და რაც პრესაში იწერება იმ თანხხებს დავწერ ახლა და ნახავ რომ სრულიად საკმარისი იქნება 3 პოზიციის გასაძლიერებლად.
    რაფინია – 80-100 (ჩელსისა და ნიუკასლს უნდა (არაბებსაც)) დაჟე ამ ზამთარში იხდიდნენ მაგ თანხას და დეკუმ არ გაუშვა.
    ტორესი – 40 (ასტონვილა იყო გადაკიდებული)
    ფატი – 40 (აიაქსს უნდოდა)
    ლევანა – 30 (არაბები ეპატიჟებიან)
    ერიკ გარსია – 30 (ჟირონა გამოისყიდის დიდი ალბათობით)
    დესტი – 10 (პსვ ისყიდის 2 დღის წინ დაიწერა)
    კუნდე – 80მ (ნებისმიერი წაიყვანდა, უფრო ინგლისი)
    ლენგლე – 10 (ან ასტონვილაში დარჩება ან არაბებში გაუშვებენ)
    რობერტო – უმთავრდება კონტრაქტი
    ალონსო – უმთავრდება კონტრაქტი
    რომეუ – ჟირონას უნდა დაბრუნება და ალბათ იმავე ფასად დაუბრუნებენ რადაც ვიყიდეთ.

    ჯამში: 323.5მ
    აქედან რეგულაციების მერე 70%ის გამოყენების უფლება გვექნება ანუ 225მ
    საყრდენზე 60, ფორვარდზე – 70, ვინგერზე – 70, კანსელუს გამოსყიდვა 25

    1. კრისტენსენის საყრდენობა რა ვთქვი მე, გუშინ უყურე თამაშს? ტიპი საყრდენი არ იყო, ანუ ნახევარმცველი არ იყო როჟა, უბრალოდ მაღლა აწეული მცველის როლი ქონდა, მეტი არაფერი, ვერც ბურთს ათამაშებდა ცენტრში, ვერც რისკავდა პასის გადაკიდებას, ძალიან შებოჭილი და დაბნეული თამაშობდა.
    ხოდა უნდა მოვეშვათ ამ უაზრო მარჩიელობას, ხან მაგის, ხან გიუნდოს, ხან დე იონგის და ვაბშე ყველას წვალებას ამ საყრდენზე და ბოლო ბოლო უნდა მოვიყვანოთ შესაბამისი ვიღაცა.

    2. ლევანას უყურებ წელს ვაბშე? თუ გგონია როკე იფრენს?
    მშვენიერი ახალგაზრდები გვეზრდება, როკესიც მჯერა და გიუსიც, მაგრამ 18 წლის ღლაპები არიან და ვერ ენდობი, ლევანა კიდე ზედმეტია უკვე, მითუმეტეს გუნდში ყველაზე მაღალანარაურებადი გახდება და სკამზეც არ ივარგებს, ამას ისიც დავამატოთ რომ სანამ კონტაქტი აქვს, სჯობს ფული ვიშოვოთ და ახალი წესიერი ვინმე მოვიყვანოთ.

    3. ჩავის პრობლემა თუ გგონია მარტო უსაყრდენობითაა გამოწვეული და რავიცი..
    ტიპი თვითონ ამბობს რომ დავიღალე და ჩემს პირად ბედნიერებად არ მიღირს ბარსას გაწვრთნაო, ანუ მენტალურად არაა მზად აქ ყოფნისთვის რაც სხვებისთვისაც გადამდებია და მაგიტოა მერე კლასიკოს წინ გიუნდომ რომ გამოიტანა ინფო, გასახდელში ყველას კიდია რომ წავაგეთო.
    არც დიდი ტაქტიკოსი ყოფილა და ფეხბურთელებს რომ რეგრესი აქვთ ეგ ცალკე ამბავია საერთოდ, ხოდა ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები ამ ეტაპზე, უნდა წავიდეს სხვაგან, დააგროვოს პრაქტიკა, დაიბრუნოს ტიტულების წყურვილი და თუ შედეგები ექნება დავიბრუნებთ.


    ესე სატრანსფერო გეგმებს რომ წერ ხოლმე ყოველთვის მიყვარს წაკითხვა , მაგრამ შენ თუ რაფინიას 80 ად ყიდი , უკეთესი 70 დ როგორ მოგყავს? კუნდეს 80 ად არავინ წაიყვანს , კარგი საყრდენი 60 ად როგორ მოგყავს? ანუ რატო გეკითხები იცი , დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე შენს ფეხბურთელებს ძვირად ყიდი მაგრამ სხვა უკეთეს ფეხბურთელებს უფრო იაფად როგორ ყიდულობ? იმათთვისაც ხო დღევანდელი ფასებია და ეს იციან? პლუს ამას ყველამ იცის რომ ბარსელონა კრიზისშია და ფული ჭირდება , შესაბამისად ფეხბურთელს რომელსაც გაყიდვას დაუპირებენ ვერ გაყიდიან იმ ფასად რაც რეალურად აქვს , რადგან შენ ყიდი იმიტომ რომ ფული გჭირდება და სხვამ ეს იცის , თუ გინდა ისე გაყიდო რომ გეხვეწონ და მაღალი კუში მიიღო , არ უნდა გაყიდო , მნიშვნელოვანი უნდა იყოს და უნდოდეს სხვასაც რომ ხელში გეჭიროს კოზირი , ბარსელონა მაგ მდგომარეობაში არაა , ფეხბურთელს რომელსაც შენ იშორებ სხვას რატო უნდა უნდოდეს? ანუ შენ ხო ლიდერებს არ ყიდი? ყიდი იმას ვინც შენ არ გამოგადგა და არ მოგწონს , ხოდა ჩემი აზრით რომც მოინდომონ ვერ გაყიდიან ეგრე და მეორე არ გაყიდიან , სხვებს გაყიდიან უფრო იაფად და ისეთებს მოიყვანენ რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება და არა ბარსას დონის..

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 04 თებ 2024, 22:53
    #8

    Gushin chveni tamashis mere gadavxede flashcores ra,dawera mindoda. Unamuso viyo vtqvi orive tamashi xval x dajdeba-metwi. Gironam gvijigra ukve,simeonemac x tu wamoigo ai kanfeti kvira gamogvdis🙌

  • isakichi
    schedule 04 თებ 2024, 22:39
    #7

    გაედო ლივერპულს,როგორ არ უნდათ ზოგიერთ ბოღმის ბუშტებს სიტის პრემიერ ლიგის მოგება,საუკუნის რეკორდი მოიხსნება,ზედიზედ ოთხჯერ მოგებული პრემიერ ლიგა,ორი თამაშით ნაკლები აქ სიტის ჩატარებული ორივე მოგების შემთხვევაში პირველზე გადავა,დე ბრუინი და ჰოლანდიც დაუბრუნდათ,მოკლედ როგორც წესი ამ დროს ყველა უბრუნდება გუნდს და გარდამტეხ მომენტში ყველა მზადაა,გამგჯარხართ და გამსკდარხართ ყველა პეპის და სიტის მოძულე

  • ხავიესტა
    schedule 04 თებ 2024, 22:34
    #6

    ატლეს წააგებს თუ მოიგებს ჩვენ მაინც +_ში ვრჩებით… ასევე შემდეგ ტურში რეალი ჟირონა მადაც ნებისმიერი შედეგი გვაწყობს.

  • ggiiorgi
    schedule 04 თებ 2024, 22:12
    #5

    ციტატა: Barca for life
    გუნდს ჭირდება 3 ძირითადი რაღაც:

    1. სწორი მწვრთნელი
    2. ფეხბურთელების გაგდება და კარგი მაყუთის გაკეთება
    3. 3 მნიშვნელოვანი პოზიციის გაძლიერება გაკეთებული მაყუთით: საყრდენი, ცენტრფორვარდი და მარცხენა ვინგერი.

    სანამ ეს არ მოწესრიგდება, იქამდე არ გვეშველება სერიოზულად!


    მგონია რომ გაგდებული ფეხბურთელებით ბევრ მაყუთს ვერ იშოვი და მეორე ვფიქრობ ცენტრფორვარდი არაა საჭირო. ცოტა ადრე რო დაეტესტა კრისტიანსენი საყრდენად, შეიძლება არც საყრდენი დაგვჭირებოდა და არც ხავის ქონოდა გასაქცევად საქმე

  • La Pulga10
    schedule 04 თებ 2024, 21:54
    #4

    რა რაფა მარკესი არ გამაგიჟოთ ბიჭოოო

  • isakichi
    schedule 04 თებ 2024, 21:46
    #3

    დღეს კი და მეტობა წამოვა მადრიდში,მაინც რეალის მოგებას ვფიქრობ,კაი პრემიები დაერიცხებათ მსაჯებს მოედანზე და ვარის ოთახშიც ხვალ გული მიგრძნობს 😁😁

  • Barca for life
    schedule 04 თებ 2024, 21:45
    #2

    გუნდს ჭირდება 3 ძირითადი რაღაც:

    1. სწორი მწვრთნელი
    2. ფეხბურთელების გაგდება და კარგი მაყუთის გაკეთება
    3. 3 მნიშვნელოვანი პოზიციის გაძლიერება გაკეთებული მაყუთით: საყრდენი, ცენტრფორვარდი და მარცხენა ვინგერი.

    სანამ ეს არ მოწესრიგდება, იქამდე არ გვეშველება სერიოზულად!

  • Barca
    schedule 04 თებ 2024, 21:35
    #1

    რაის რაფა მარკესი ბიჭოო და რაის პორტოს მწვრთნელი ამას ჯობდა ისევ ჩავი დაგეტოვებინათ ჩავი იმიტო გავუშვით რო მივიდე სვუნმე გამოცდილი ტრენერი:პეპი,კლოპი, ენრიკე …