ჩავი ერნანდესმა ესპანეთის სუპერ თასის ფინალში “რეალ მადრიდთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
გუნდი ძალიან მონდომებულია. ფინალში “რეალ მადრიდთან” თამაში დიდებული სცენარია და შევეცდებით, კარგი მატჩი ჩავტაროთ. ბურთის გაკონტროლება და ჩვენი სტილით თამაში გადამწყვეტი იქნება.
ძირითადი შემადგენლობა გადაწყვეტილი მაქვს. ვიმედოვნებ, გასული სეზონის მსგავსად კარგად ვითამაშებთ. მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. მე ძალიან მოტივირებული ვარ.
პედრი 100%-ით მზადაა, თუმცა მასზე არაა დამოკიდებული, სამი ნახევარმცველით ვითამაშებთ თუ ოთხით. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი დნმ უცვლელი დარჩება.
გამარჯვება დამსახურების გარეშე? ბოლოს როდის მოვიგეთ ასე?! საპირისპირო ბევრჯერ მომხდარა – დავიმსახურეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ.
არაუხოს და ვინისიუსის დუელი? ტაქტიკაზე არ ვისაუბრებ, რადგან ამით ანჩელოტის დავეხმარები. ამას ხვალ ნახავთ. მნიშვნელობა არ აქვს, სად ითამაშებს არაუხო, ის ყველა პოზიციაზე საიმედოა. მან ბოლო ორ სეზონში დაცვაში თამაში და ბურთთან ერთად მოქმედება საგრძნობლად გააუმჯობესა.
რიადი? საუდის არაბეთში კარგ დროს ვატარებთ. როდესაც აქ ჩამოვდივართ, ყველა პატივს გვცემს და გვგულშემატკივრობს. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. საუდის არაბეთში ფეხბურთი განვითარდება, რადგან მათ საუკეთესო ინფრასტრუქტურა აქვთ და უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავთ.
ბელინგემი? ჩვენ ერთ ფეხბურთელზე არ ვფოკუსირდებით, რადგან მადრიდელთა ყველა მოთამაშე უმაღლესი დონისაა.
ანჩელოტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჩვენ ფეხბურთს ერთნაირად ვუყურებთ, თუმცა ჩვენი მეთოდები განსხვავდება. კარლოზე ცუდად არავინ საუბრობს, მან ყველა ქვეყანაში საკუთარი კვალი დატოვა. ანჩელოტის უდიდეს პატივს ვცემ.
დე ბრუინს პირველი ტურის შემდეგ არ უთამაშია, დაბრუნდა და წაგებული თამაში შემოაბრუნა მისმა თამაშმა. გოლიც რა სასწაული გაიტანა.
არ მჯერა რას წერ?🙂😳 ანუ ნაპოლიმ თუ გაგვაგდო უშვებ😊👌✌️ ??? აბა ვინ მოვა უკეთესი და ვაცალოთ ლეგენდაა თემები არ იქნება???✌️
😄😄
არ მჯერა რას წერ?🙂😳 ანუ ნაპოლიმ თუ გაგვაგდო უშვებ😊👌✌️ ??? აბა ვინ მოვა უკეთესი და ვაცალოთ ლეგენდაა თემები არ იქნება???✌️
მთავარია თამაშის მერე რას იტყვის, სატრაბახოდ ექნება საქმე თუ თავის მართლება მოუწევს.
გვარდი რა როჟაა რა. 2 ზამენის მეტი არ გაუკეთებია და დაუტრიალა თამაში ორივე შემოსულმა (კდბ და 20 წლის ბობბი)
მე ნახევარს ასე დავაყენებდი
რომეუ
რობერტო ფრენკი გუნდოგანი
60 წუთზე
რობერტო-პედრი
რომეუ-ფერმინი
საშინელებაა იმის ყურება თუ როგორ ცვლიან საყრდენ ზონას დე იონგი და გუნდოგანი
ჩავიმ პედრიზე ისეთი განაცხადება გააკეთა რომ ან პედრის არ უნდა თამაში ან ჩავის არ უნდა რომ გარისკოს ხვალინდელი შემადგენლობით დავასკვნით რომელი იქნება
აი ამ ჩაჯმულ ნაპოლის თუ ვერ გაცდი ხავი ჯობია შენი ფეხით ლამაზად წახვიდე მადლობა ლალიგისთვის ამ გაჭირვებაში მართლა სასწაული იყო გაჩემპიონება მაგით კიდე უფრო გავამწარეთ ხალხი.ნაპოლის უნდა გავცდეთ!!!
ფოტოზე ისე ჩანს გეგონება პაპა კარლო ეს იყოს და უკეთესი შემადგენლობაც ამას ყავდეს🤣🤣🤣
გამოვლენ ბიჭები გადაკუზავენ რეალს და გახდება მერე ეს თასი ლატუნის და ჯართის და ვის რად უნდას თემა აუტყდებად რეალის საქომაგოს. არადა მართლა მოვუგებთ.
რა დნმ თუ ძმა ხარ? გაიქეცი ჩააწოდეა ჩვენი სტილი?
ბარსამ თავისი სტილით ბოლოს 2017წელს ითამაშაა:D ჩავი ან ნამეტანი უკანახარ ან ნამეტანი წინ :)))
ხოარ ღადაობ ჩავი ამ სეზონში მინიმუმ 5 თამაში მოიგეთ რომელსაც არ იმსახურებდით მოგებას