workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ არის პედრისთვის ლევანდოვსკის იდეალური ჩამნაცვლებელი

ვინ არის პედრისთვის ლევანდოვსკის იდეალური ჩამნაცვლებელი

პედრის მიაჩნია, რომ “ბარსელონამ” რობერტ ლევანდოვსკის გრძელვადიანი ჩამნაცვლებელი უნდა მოძებნოს, – ამის შესახებ ინფორმაცია GOAL-მა გამოაქვეყნა.

როგორც ვკითხულობთ, ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველისთვის ოპტიმალური ვარიანტი ერლინგ ჰოლანდის შეძენაა, რომელსაც “მანჩესტერ სიტის” მაისურით ყველა ტურნირზე, 75 თამაშში 71 გოლი და 14 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი. ცხადია, ამ სტატისტიკით ნორვეგიელი თავდამსხმელი პოლონელს ერთიორად აღემატება, რადგან ლევანდოვსკი 2023/2024 წლების სეზონში თავისივე სტანდარტების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, რის გამოც მას არაერთი გულშემატკივარი ობიექტურად აკრიტიკებს.

ირკვევა, რომ ერლინგ ჰოლანდის შეძენის სურვილი პედრიმ Twitch-ის პირდაპირ ეთერში დააფიქსირა, როდესაც მას ჰკითხეს თუ ვინ იქნებოდა “ბარსელონასთვის” ლევანდოვსკის იდეალური ჩამნაცვლებელი. ამ კითხვაზე პედრიმ თქვა, რომ 19-22 წლის ასაკში ულაპარაკოდ ლიონელ მესის აირჩევდა, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ერლინგ ჰოლანდი მისთვის უკონკურენტო ვარიანტს წარმოადგენს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 04 იან 2024, 16:25
    #6

    დიდი მიხვედრა ამას არ უნდა არც მბაპე გვაწყენდა, მაგრამ სად არის. ამათ თავისი ფეხით მოსული ლეო ვერ გაიფორმეს უფასოდ და რომელ ჰოლანდზე ვლაპარაკობთ.

  • El pistolero 9
    schedule 04 იან 2024, 12:40
    #5

    ლევანდოვსკი უნდა იდგეს საჯარიმოში ან საჯარიმოსთან. კარგად გამოჩნდა, რომ არ ეხერხება ამოწევა და ბურთის განაწილება. კარგი იქნება თუ ჩავი ჟოაუს მეორე ფორვარდად, ლევანდოვსკის უკან, დააყენებს. ბალდე ჩაიბარებს მთელ ფლანგს. ამ შემთხვევაში ნახ. დაცვაში კვადრატი შეიკვრება: ჟოაუ, პედრი, ფრენკი, ილქაი, რაც ბურთის კონტროლს გაამარტივებს, ლევანდოვსკიც მგონია უფრო პროდუქტიული გახდება.

  • Rick Sanchez
    schedule 04 იან 2024, 00:03
    #4

    ციტატა: JustBarcaLover
    ჰოლანდი კი გიჟოა მაგრამ არარის ჩვენი სტილის ჩვენ აი ალვარესი დაგვხატავდა ვგიჟდები მაგ ბიჭზე


    ბარსას სტილი რომ გვითხრათ რომელია ბარემ.

  • azulgerana
    schedule 03 იან 2024, 23:27
    #3

    ლევანდოვსკმა დაამტკიცა რომ ყოფილიყო ძლიერ ბუნდესლიგაში ის მესის კი არა ბენზემას ვერ გაუწევდა კონკურენტობას

  • me da barca
    schedule 03 იან 2024, 19:39
    #2

    ჰოლანდის დედაც, 25 წლის სუარესი მოგვცა.

  • JustBarcaLover
    schedule 03 იან 2024, 14:37
    #1

    ჰოლანდი კი გიჟოა მაგრამ არარის ჩვენი სტილის ჩვენ აი ალვარესი დაგვხატავდა ვგიჟდები მაგ ბიჭზე