რონალდინიო, რომარიო, ნეიმარი, რივალდო, რონალდო… და ახლა ვიტორ როკე. “ბარსელონაში” ბრაზილიელი ფეხბურთელების დიდი ტრადიციაა. როკე ამ ქვეყნის 47-ე წარმომადგენელია, ვინც “ბარსაში” ითამაშებს.
1930-იან წლებში “ბარსელონას” ორი ბრაზილიელი – ფაუსტო დოს სანტოსი და ჟაგუარე ჰყავდა, მაგრამ იმ დროს უცხოელ ფეხბურთელებზე რეგულაციების გამო მათ თამაში მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში შეეძლოთ. შესაბამისად, “ბარსას” პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელი – ლუსიდიო ბატისტა და სილვა იყო.
ის 1922 წლის 25 ნოემბერს, რიო დე ჟანეიროში დაიბადა და ბარსელონაში 1947 წელს ჩამოვიდა. ლუსიდიომ სახელი “პალმეირასსა” და “პენიაროლში” გაითქვა. ურუგვაულ კლუბში მას ენრიკე ფერნანდესი წვრთნიდა, რომელიც 1947-1950 წლებში “ბარსას” თავკაცობდა. 25 წლის ბრაზილიელი შემტევი კატალონიურ გრანდში სწორედ მან წამოიყვანა.
და სილვა უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ, მაშინდელი პრესის მიხედვით, ის კატალონიის დედაქალაქში არასაფეხბურთო ცხოვრებას დიდ დროს უთმობდა და ხშირად გასართობად მიდიოდა. შეიძლება ითქვას, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან “ბარსელონაში” წარმატებას ვერ მიაღწია, სწორედ ეს იყო.
ლუსიდიო ბატისტამ “ბლაუგრანაში” 21 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, მაგრამ აქედან ოფიციალური მხოლოდ 3 მატჩი და 1 გოლი იყო. შესაბამისად, ბრაზილიელ იმ სეზონში ლა ლიგის მოგებაში დიდი წვილი არ შეუტანია. მთავარი მიზეზი, რატომაც და სილვას სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ის იყო, რომ მისი კონკურენტი სესარ როდრიგესი გახლდათ, ვინც 232 გოლით კლუბის ისტორიაში დღემდე მეორე საუკეთესო ბომბარდირია და მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება.
ამის გამო და სილვა 1 წლის შემდეგ “პორტუში” წავიდა, საბოლოოდ კი “პალმეირასში” დაბრუნდა, სადაც 1949 წელს 27 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. ის მოგვიანებით სან პაულოში პოლიციის ოფიცერი იყო. ბრაზილიელი 2005 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა.
ლუსიდიო ყოველთვის იქნება პირველი ბრაზილიელი, ვინც “ბარსელონაში” კონკურენტული ფეხბურთი ითამაშა. ამ დიდებულ ტრადიციას ვიტორ როკე აგრძელებს.
საინტერესო სტატიაა ძალიან. არ ვიცოდი ნამდვილად.
ბრაზილიელებს უყვართ გართობა და რა ქნან. ბევრმა დაინგრია კარიერა გართობის გამო.
"ლუსიდიო ყოველთვის იქნება პირველი ბრაზილიელი, ვინც "ბარსელონაში" კონკურენტული ფეხბურთი ითამაშა. ამ დიდებულ ტრადიციას ვიტორ როკე აგრძელებს."
რა იცი რა ხდება, რა დროს ტრადიციის გაგრძელებაზეა ლაპარაკი, როცა ჯერ ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.
მადლობა დიდი. ასევე წარმატებული წელი თქვენ!
საინტერესო სტატიაა, მითუმეტეს ახალ წელს, მადლობა ავტორს რომ მაინც მოიცალა ამისთვის, მრავალს დაესწარი და წარმატებული წელი გქონოდეს.
გაიხარე, ძმა. ასევე, გილოცავ, ყველაფერი საუკეთესო!
დიდი მოტივაციაა მწერლებისთვის მსგავსი სიტყვები. მადლობა…
Gio madloba ro aset dros statia dade dzmao. Mraval axal wels,sul gakharebuli yofiliyavi.