workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

ტერ შტეგენს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

დღეს “ბარსელონას” მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ზურგზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, იტყობინება კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

პროცედურას ექიმი ამელიე ლეგლისი გაუძღვა. გერმანელის დაბრუნების ვადას აღდგენითი პროცესი განსაზღვრავს. დაზიანებამდე, ტერ შტეგენმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაუშვა 15 გოლი და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

ტრავმის გამო მან “რაიოსთან”, “პორტუსთან” და “ატლეტიკოსთან” მატჩები გამოტოვა. შემდეგ მატჩს კატალონიელები კვირას, “ჟირონასთან” გამართავენ. ტერ შტეგენის დაბრუნებამდე “ლურჯ-ბროწეულისფერთა” კარს ინიაკი პენია დაიცავს, რომელიც “ატლეტიკოსთან” შესანიშნავად გამოიყურებოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 10 დეკ 2023, 21:35
    #3

    3 თვე ბევრია მაინც… ასე თვალდახუჭული ვერ ენდობი პენიას.

  • nika 54
    schedule 09 დეკ 2023, 12:27
    #2

    ტერ შტეგენს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
    ძალიან საინტერესოა, როგორ კეთდება ეს ოპერაციები? ზურგი და წელი ხო ყოველ მეორე ადამიანს აწუხებს და ასე ადვილია ამის მორჩენა.

  • CHEPE
    schedule 09 დეკ 2023, 01:36
    #1

    მიდი პენია აჩვენე რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლია კარგად იდგა ატლესთან და ასე თუ გააგრძელა წინ წავა რაიცი თუ გაყიდვა უწერია მაინც 50 მილიონის უნდა ქნას რამე