არაბული კლუბები მარკოს ალონსოთი ინტერესდებიან

არაბული კლუბები მარკოს ალონსოთი ინტერესდებიან

“ბარსელონას” მარცხენა მცველით, მარკოს ალონსოთი საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბი ინტერესდება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ალ ჰილალი”, “ალ ეტიფაქი” და “ალ იტიჰადი” 32 წლის ესპანელი ფეხბურთელის სიტუაციას აკვირდებიან. ალონსომ ამ სეზონში მხოლოდ 299 წუთი ითამაშა, ის მარცხენა მცველის პოზიციაზე მესამე არჩევანია და ცენტრალური მცველის ვარიანტადაც არ განიხილება.

ამ მომენტისთვის, ალონსო ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ შეუძლია გუნდს სარგებელი მოუტანოს და საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლომდე მიიღოს. იანვარში მისი წასვლა, შესაძლოა, “ბარსას” შემადგენლობის სიმცირემ გაართულოს და ასევე კონტრაქტის გაფორმების შეუძლებლობამ, FFP-ის წესების გამო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • nika 54
    24 ნოე 2023, 19:30

    თუ კულეა გააყიდინოს თავი არაბულ მონათა ბაზარზე. გუნდს დაეხმარება.

  • M10 S9 D11
    24 ნოე 2023, 17:25

    ზაფხულში დაახვევინეთ

  • Rick Sanchez
    24 ნოე 2023, 08:13

    კონტრაქტის ვადა ზაფხულში არ ეწურება?

  • me da barca
    23 ნოე 2023, 22:30

    ეს თუ გაყიდეს ან უფასოდ გაუშვებენ ან ფულის ტომრებს მიყიდიან 17 000 ევროდ

  • CuleTillIDie
    23 ნოე 2023, 15:29

    ატლეტიკოს გალანში გაუცვალონ სეზონის ბოლომდე, მაინც უფასოდ წავა და რა აზრიაქ

  • BarcaFan❤💙
    23 ნოე 2023, 15:27

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: PavleG
    გავუშვათ ეს ხელფასი მაინც გამოთავისუფლდება


    კაპიკები არადა. ეს და რობერტო წასვლითაც ვერაფერს შეგვმატებენ. ისე ბალდეს კი უნდა კარგი კონკურენტი ვინმე თორე ვეღარაა ხოდზე


    6.2 მილიონი აქვს რა კაპიკები 5.5 რობერტოს😀 2 ფეხბურთეკის ხელფასი და 1 მაღალი დონის ფეხბურთეკის ხელფასი

  • Don_Andresito
    23 ნოე 2023, 15:19

    ციტატა: PavleG
    გავუშვათ ეს ხელფასი მაინც გამოთავისუფლდება


    კაპიკები არადა. ეს და რობერტო წასვლითაც ვერაფერს შეგვმატებენ. ისე ბალდეს კი უნდა კარგი კონკურენტი ვინმე თორე ვეღარაა ხოდზე

  • PavleG
    23 ნოე 2023, 15:02

    გავუშვათ ეს ხელფასი მაინც გამოთავისუფლდება