მორიგი ცდუნება რაფინიასთვის

მორიგი ცდუნება რაფინიასთვის

“ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი რაფინია კვლავ საუდის არაბეთის ფეხბურთის რადარზეა. როგორც Mundo Deportivo-მ ჯერ კიდევ 30 აპრილს დაწერა, საუდის არაბეთის ჩემპიონატის რამდენიმე დიდი კლუბი “ბარსელონას” ბრაზილიელი გარემარბის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებოდა და ამ ზაფხულს მისი დამატების ვარიანტს განიხილავდა. ახლა კი, გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიელზე ფორმალური წინადადების გაკეთების მთავარ კანდიდატებად არაბული სუპერლიგის ორი საუკეთესო გუნდი – “ალ ჰილალი” და “ალ ნასრი” გვევლინებიან.

წყაროს ცნობით, ეს კლუბები მზად არიან, “ბარსელონას” 80 მილიონი ევრო გადაუხადონ. გარდა ამისა, ფეხბურთელისთვის ეკონომიკური შეთავაზებაც ძალიან მიმზიდველი იქნება: არაბები მზად არიან, მას იმ ხელფასზე ოთხჯერ მეტი შესთავაზონ, რასაც ახლა კატალონიაში იღებს. შეგახსენებთ, რომ რაფინიას კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

ამ ოპერაციების უკან კვლავ საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის (PIF) ეკონომიკური ძალა დგას, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ კლუბებში ტოპ დონის მოთამაშეების მიყვანას უწყობს ხელს. თავად ფეხბურთელის ანაზღაურების დიდ ნაწილსაც სწორედ ეს ფონდი ფარავს.

რაფინიას პოზიცია და მსოფლიო ჩემპიონატი

აქამდე რაფინია ყოველთვის აცხადებდა, რომ მისი სურვილი “ბარსელონაში” დარჩენაა, ამიტომაც მოლაპარაკებები წინ წასული არ არის, თუმცა ინტერესი ნამდვილად არსებობს. არაბეთში ბრაზილიელს ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ფიგურად მიიჩნევენ. ამჟამად გარემარბი კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით თავის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და ოცნებობს, “სელესაოს” მუნდიალის მე-6 ტიტული მოუტანოს (2022 წელს კატარში ისინი მეოთხედფინალში ხორვატიასთან გამოვარდნენ). მუნდიალის ფინალის (19 ივლისი) შემდეგ, ჰანსი ფლიკისთვის ამ საკვანძო მოთამაშის ირგვლივ საუდის არაბეთიდან, შესაძლოა, უფრო ინტენსიური ქმედებები ვიხილოთ.

რაფინიას მიმართ ინტერესი ახალი არ არის. გასულ ზაფხულსაც იყო მცდელობები როგორც მოთამაშის, ისე “ბარსელონას” დასარწმუნებლად, თუმცა ბრაზილიელმა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დარჩენა არჩია. თავად რაფინიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ფლიკთან საუბარი გადამწყვეტი აღმოჩნდა დიდი ფულის უარსაყოფად:

“საუდის არაბეთიდან მიღებულმა შეთავაზებამ ძალიან მაცდუნა. ის არა მხოლოდ ჩემს პირად ცხოვრებას, არამედ ჩემი მშობლების, შვილისა და ბევრი სხვა ადამიანის ცხოვრებასაც შეცვლიდა. 15 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობ, ყველგან მქონია კარგი და ცუდი მომენტები, ამიტომ დადგა დრო, როცა ვიფიქრე, რომ ჩემსა და ჩემს ოჯახზე ზრუნვის დრო იყო. ცხადია, ვფიქრობდით “ბარსელონადან” წასვლაზე. ვფიქრობდი, რომ შესაძლოა, წასვლის დროც მოვიდა, მაგრამ შემდეგ ფლიკს ვესაუბრეთ და მან დარჩენაში დამარწმუნა,” – განაცხადა რაფინიამ ESPN Brasil-თან 2025 წლის ოქტომბერში.

ცოტა ხნის წინ ბრაზილიელმა უარყო ინფორმაცია, თითქოს კატალონიურ კლუბში თავის მომავალთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა. “ბარსელონაშიც” მას ერთგულ და მოტივირებულ ფეხბურთელად ხედავენ.

სტატისტიკა და ახალი კონკურენტი

რაფინიას ფლიკისთვის ნამდვილად არ გაუცრუებია იმედები. ბოლო სეზონებში მან კატალონიური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მოთამაშის სტატუსი განიმტკიცა. 2024-25 წლების სეზონში ბრაზილიელმა 34 გოლი გაიტანა (მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩა 8 გოლით) და ლამინ იამალთან ერთად სასიკვდილო ტრიო შექმნა. გარდა ამისა, 23 საგოლე პასით ის საუკეთესო ასისტენტი იყო. მიმდინარე სეზონში რამდენიმე ტრავმამ მისი პროდუქტიულობა შეამცირა — 33 მატჩში 21 გოლი და 7 ასისტი (რაც წინა სეზონთან შედარებით 24 მატჩით ნაკლებია). ჩემპიონთა ლიგაზე მოსაგებად და შეტევის გასაძლიერებლად, კლუბმა ახლახან 70 მილიონად ენტონი გორდონი დაიმატა, რომელიც ტრადიციულად იმავე პოზიციაზე თამაშობს, რომელსაც რაფინია “სპოტიფაი კამპ ნოუზე” იკავებს (თუმცა ინგლისელს ფლიკისთვის სხვა ალტერნატივების შეთავაზებაც შეუძლია).

ნაცნობი სახეები არაბეთში

არაბეთში მიიჩნევენ, რომ რაფინიას აქვს ყველა ის თვისება, რასაც ტურნირის გასაზრდელად ეძებენ, ამიტომ “ალ ჰილალი” და “ალ ნასრი” სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი სამიზნის მიმართ ინტერესს ინარჩუნებენ.

ჟორჟე ჟეზუსი, “ალ ნასრის” მწვრთნელი, რაფინიას დიდი ხნის თაყვანისმცემელია. საუდის ლიგის ჩემპიონის რიგებში თამაშობენ კრიშტიანუ რონალდუ, სადიო მანე, კინგსლი კომანი და ორი ყოფილი კულე – ჟოაუ ფელიში და ინიგო მარტინესი. რაც შეეხება სიმონე ინძაგის გაწვრთნილ “ალ ჰილალს”, იქ ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც არიან ქარიმ ბენზემა, ყოფილი “ბარსელონელი” მალკომი, იასინ ბონო, კალიდუ კულიბალი და ტეო ერნანდესი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 14 ივნ 2026, 19:05

    აუცილებლად უნდა დარჩეს

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 11 ივნ 2026, 00:11

    80 მილიონად ორი წლის წინ არ გვინდოდა წასულიყო, სანამ პრაიმი დაეწყებოდა. ახლა მითუმეტეს.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 10 ივნ 2026, 15:24

    წავიდეს მომავალ წელს, ოღონდ გასაყიდ ფასად მინიმუმ 150 ჩაუწერონ.

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 09 ივნ 2026, 23:25

    Rafael Juste BREAKING: Rafa Yuste: “We are BACK in the 1:1 rule. We can now sign normally.”🫂
    I have been waiting for Barcelona acting president to confirm it before i talk about the 1:1 rule because reports can be lies sometimes. This is a very good news coming directly from the Barcelona acting president.
    The 1:1 rule means Barcelona can now spend normally again in the transfer market. For every €1 the club earns or saves, they can use €1 to register players and salaries.
    Before now, Barcelona were operating under restrictions where they could only use a small percentage of the money they generated. That’s why every signing became complicated, registrations were delayed, and the club had to activate economic levers, reduce wages, or wait for player sales before registering new players.
    Advantages of returning to 1:1:
    Barcelona can register new signings more easily without last minute drama.
    Player renewals become easier because salary space is available.
    The club can move faster in the transfer market instead of waiting for exits first.
    Financial stability improves because La Liga now considers the club healthier.
    Barcelona can compete better with top European clubs financially.
    It also gives confidence to players who want to join the project.
    This doesn’t mean Barcelona suddenly have unlimited money, but it means the club is finally returning to normality after years of restrictions and financial control.
    For a club that suffered registration problems for years, getting back to 1:1 is a massive step forward.

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      schedule 10 ივნ 2026, 12:17

      კარგი ამბავია, ანუ 2-3 ტრანსფერს კიდევ დნამდვილებით უნდა ველოდოთ

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 09 ივნ 2026, 22:38

    სულ ეგრეა ბარსა ვიღაცას თვალს რომ დაადგამდა კაციშვილს რომ არ ახსოვდა მერე ატყდებოდა ამბავი მარტო რეალი კი არა ყველა ეგრე იყო უამრავი გრანდი.💩 ჯერ აი ალვარესი იმენა ბარსას გამო მოინდომა ბევრჯერ გაკეთა ბარსას გამო მაგან ტრანსფერი თან სულ უაზროდ ზრდის ტრანსფერის ფას🤮💩 ისკო ბარსას ფანი იყო იმენა გააქანა და დაუნგრია კარიერა კიდე რამდენი მსგავსი მაგალითი.

  • marshall
    marshall ვეტერანი
    schedule 09 ივნ 2026, 22:36

    რეალმა ალვარესში 150 მილიონი შესთავაზა და ატლეტიკომ ნაჰუიზე გაუშვა ეს არის ტრუხა ბაზარი ) ორივემ გაითამაშეს პიარ კოპმპანია, რომ ბარსამ ვერ იყიდოს ის

  • araujo4
    araujo4 კულე
    schedule 09 ივნ 2026, 22:29

    დაცინის ატლეტიკო რეალს )) რეები ხდება ვაბშე ვერ გაიგებ

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 09 ივნ 2026, 21:49

    რეალის 150 მილიონიანი შეთავაზებით ატლეტიკომ გაზარდა ფასი სხვა კლუბებისთვის და პერესმა შეასრულა საარჩევნო დაპირება

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 09 ივნ 2026, 21:49

    ვაახ ჩემი მიდღემჩი ბოღმიანები იყვნენ მადრიდში🤣🤣🤣🤣 ბიჭოო საღორე სანაგავე კლუბი ორივე თან🤣🤣🤣 გაუკეთე მარა ალვარესის პასუხი თუ იციან რეალი თუ უნდა არეკითხებიან🤣🤣🤣 ჰალა ჰალაა იძახეთ ეხლა თქვე ბოღმიანებო სამარცხვინო კლუბი იყო რეალი მიდღემჩი🤣🤣🤣 ბარსელონამ ლიჟბი არიყიდოს ვინმე და სკამზე დაალპობენ ისე დააჯერებენ იგროკებს გადმოსვლაში

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 09 ივნ 2026, 21:32

    აი კიდე დასტური რა ამაზრზენი ქაქი გუნდია რეალი🤣🤣🤣ბარსამ ვისაც თვალი დაადგა იმ ტრანსფერზე გადაერთვნენ,,იმენა ამაზრზენები არიან🤮🤮

    • Lasha Mamuladze
      Lasha Mamuladze გულშემატკივარი
      schedule 10 ივნ 2026, 13:44

      ეგ ჩვეულებრივი მომენტია, გასაგებია ერთი შეხედვით ამაზრზენი საქციელია, თუმცა მეორეს მხრივ სწორიც არი როცა, კონკურენტს ურთულებ ცხოვრებას, ბარსას რა დაუშალა ვინმემ
      იგივეს გაჯეთება რეალისთვის?? სადაც რეალი ესე ბინძურად და ამაზრზენად იქცევა ბარსამაც მოიქცეს ეგრე, საფეხბურთო პოლიტიკააა, კონკურენტზე ზიანის მიყენება…ვერაფერ კატასტროფას მე ვერ ვხედავ…უბრალოდ ვარსამ არ უნდა გაზარდოს სატრანსფერო თქნხა, ეხლა ალვარესმა
      უნდა იჩალიჩოს თუ ბარსაში თამაში უნდა..ატლეტიკოსაც და რეალსაც გასცეს პასუხი თავისი მონდომებით რომ შეუერთდეს ბარსას…

  • Nikolay
    Nikolay გულშემატკივარი
    schedule 09 ივნ 2026, 21:30

    Ალვარესის დაყენება სად უნდა პერესს? 🙂 თუ ვინის უშვებენ შორს მადრიდისგან

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 09 ივნ 2026, 21:30

    🚨𝐎𝐅𝐅𝐈𝐂𝐈𝐀𝐋: რეალ მადრიდის განცხადება!

    „რეალ მადრიდის“ საფეხბურთო კლუბი აცხადებს, რომ დღევანდელი დირექტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ, „ატლეტიკო მადრიდს“ ხულიან ალვარესის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო შესთავაზა.

    შეთავაზების განხილვისა და შეფასების შემდეგ, „ატლეტიკო მადრიდმა“ მადლიერება გამოხატა და აღნიშნა, რომ ის ორ კლუბს შორის დადებითი ურთიერთობის ფარგლებში გაკეთდა, თუმცა უარი თქვა შეთავაზების მიღებაზე ❌

    ორივე გუნდს რა ში*ააქ ჯერ რეალმა რომ 150 მილიონი შესთავაზა და მერე ატლეტიკომ რომ დაბლოკა😂 რონალდუს და კაკას დონის ყოფილა. ეტყობა ატლეტიკოშიც დაიჯერეს და იმიტომ დაბლოკეს შეთავაზება.

  • araujo4
    araujo4 კულე
    schedule 09 ივნ 2026, 21:26

    ჰა ნახეთ პერესის შეთავაზება? უარით გაისტუმრა ატლეტიკომ 150ზე. ანუ დავივიწყოთ ეგ ტრანაფერი

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 09 ივნ 2026, 20:34

    ეს ხოარ გამოსირდა უკვე არაბეთში წასვლას თუ განიხილავს რა სპორტული ამბიციები უნდა ჰქონდეს.

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 09 ივნ 2026, 20:28

    შარშან რომ ოქროს ბურთს იმსახურებდა იმ კაცში საუდური გუნდი რომ 80 მილიონს შემოგთავაზებს და არა 150 მილიონს, ეს ნიშნავს რომ როგორც სირს ისე გიყურებენ სამყაროში🤨 ეს ლაპორტას და დეკოს გასაგონად. 300 თავაზობენ რეალს ვინისიუსში და რაფინია 80 ღირს? თქვენ ჩაგიჯვით ჩალმებში და ლაპორტას ხახაში ასეთი სირის შთაბეჭდილებას რომ ტოვებს.

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 09 ივნ 2026, 19:13

    არ მინდა რომ წავიდეს 🙁