“ბარსელონამ” სეზონის პირველი “ელ კლასიკო” დათმო. კატალონიური გუნდი ლა ლიგის მე-11 ტურში “რეალ მადრიდთან” 1-2 დამარცხდა.
“ბარსამ” ანგარიში მალევე გახსნა – ილქაი გიუნდოგანმა მეექვსე წუთზე მეტოქის ფეხბურთელების შეცდომით ისარგებლა და “ბლაუგრანა” დააწინაურა. პირველი ნახევარი “ბარსელონას” უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა გუნდმა მხოლოდ ერთი საგოლე მომენტის შექმნა შეძლო, როდესაც ფერმინ ლოპესმა ბურთი ძელს მოარტყა.
მეორე ნახევრის დასაწყისში კვლავ “ლურჯ-ბროწეულისფრები” დომინირებდნენ, თუმცა “ბარსა” მოეშვა და “რეალ მადრიდმა” საგოლე შანსების შექმნა დაიწყო, 68-ე წუთზე კი ჯუდ ბელინგემის შორეული გასროლით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი მოსაგებად იბრძოდა, თუმცა შედეგიანი შეტევა მადრიდელებმა განახორციელეს და 92-ე წუთზე ბელინგემის მეორე გოლით მატჩი შემოატრიალეს.
11 ტურის შემდეგ “ბარსა” ლა ლიგაში 24 ქულით მესამე ადგილზეა, ცხრილს 28-28 ქულით “რეალ მადრიდი” და “ჟირონა” ლიდერობენ.




100%
რაც არ უნდა დრო გავიდეს, გუშინ საბოლოდ დავრწმუნდი, რომ რაფინია ანაყვანია აფრიკელი ტომებისგან, თორემ ეგ ბრაზილიელი რანაირად უნდა იყოს?)) ტიპი შემტევია და რუსის ტექნიკის შემოქმედებითი არსენალი აქვს)) ასეთი სწორხაზოვანი, დებილი შემტევი ბრაზილიელი მე არ მინახავს))
Clever liar, ყველაზე სწორი განმარტება რაც კი მოვისმინე დღეს, საღოლ 100%
მადრიდში უფრო უკეთ ვთამაშობთ ხშირად ვიდრე სახლში. ჩავის უფრო დიდი კვერცხები რომ ქონდეს და არ იფ***ეს უკეთ იქნებოდა ჩვენი საქმე. რომეუზე ლამის ვენები გადაიხსნა და აგერ გვყავს ხის თავიანი რობოტი. ტორესიც და რაფინიაც მისი ახირება იყო და სელტას დონის გუნდებს თუ დააკმაყოფილებდა ორივე.
ბელინგემი რომ უმთავრესი კოზირი იყო რეალის ეს ბარსელონამ იცოდა თუმცა მაინც უყურადღებოდ დატოვეს ორჯერ, დამსახურებული წაგებაა.
დასანანი იყო ნამდვილად თუმცა დამსახურებულიც, რადგან არსად წერია რომ რეალის ნაირ ძაღლ გუნდთან ფეხბურთი 60 წუთიანი თამაშია, ან ერთი გაშვებული გოლის შემდეგ ფრეზე თანხმობა სავალდებულოა. ნუ რაც იყო ეს იყო, თავს ზემოთ ძალა მაინც არაა, ბევრი გავანიავეთ და მეტი ვერ შევძელით. ეს იყო და ეს..
ეგ არაფერი ბერნაბეუზე იმედია სრული შემადგენლობით ვიქნებით და იქ დავადუღებთ
ვინის და გავის მოალერსება დამაკლდა ამ კლასიკოში 😂 მიყვარს ამ ორის ბავშვური ჩხუბები