რეალ მადრიდში მიაჩნიათ, რომ ბარსელონადან ყველაზე დიდი საფრთხე ფერმინ ლოპესია

რეალ მადრიდში მიაჩნიათ, რომ ბარსელონადან ყველაზე დიდი საფრთხე ფერმინ ლოპესია

ფერმინ ლოპესი “ბარსელონაში” მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა და როგორც ჩანს, ამ აზრს “ბლაუგრანას” დღევანდელ მეტოქეში, “რეალ მადრიდშიც” იზიარებენ.

“ელ კლასიკოს” წინ გუნდები ერთმანეთს ძალიან დეტალურად სწავლობენ. Marca-ს ცნობით “რეალ მადრიდ” “ბარსელონას” ბოლო თამაშების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ “ბლაუგრანას” მხრიდან ყველაზე სახიფათო მოთამაშე ფერმინ ლოპესია.

ფერმინმა პირველად წინასასეზონო მზადების დროს სწორედ “ბლანკოსთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში გაიბრწყინა, როდესაც აქტივში შესანიშნავი გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

კარლო ანჩელოტისა და მის სამწვრთნელო შტაბს მიაჩნიათ, რომ ამჟამად “ბარსელონაში” ყველაზე კარგ ფორმაში ფერმინია, ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ ის წარმოადგენს და არა ჟოაუ ფელიში, ფერან ტორესი ან ლამინ იამალი.

ოთხივე წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა ვარაუდობს, რომ 20 წლის ნახევარმცველს დღეს სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • nika 54
    30 ოქტ 2023, 15:31

    რათ გინდა მერე. გუნდი თავიდანვე განწირული იყო და ერთი ბავშვის იმედზე ვერაფერს მიაღწევ.

  • Rick Sanchez
    28 ოქტ 2023, 17:32

    მართლა ძალიან სახიფათოა. თუ მოკლე პასებით თამაში არ გამოდის არ უშინდება შორეულ დარტყმებს.

  • Gaucho24
    28 ოქტ 2023, 15:29

    ციტატა: Rolex
    ფელიში დამიტოვეთ უყურადღებოთ ფელიში🙃


    აბსოლუტურად ყველაფერში დღეს მე უფრო მეორე ჟოაოს იმედი მაქვს , დაცვაშიც ნახევარდაცვაშიც და შეტევაშიც , მაგიტო მინდა 3 ცენტრალური მცველი რო კანსელუ დააზღვიოს არაუხომ და უფრო მეტი თავისუფლება და გამბედაობა ქონდეს მითუმეტეს ფრენკის არ ყოფნაში

  • rivaldo80
    28 ოქტ 2023, 14:37

    თუ მოაჯდა ბურთიი ოოო😂😂😂

  • Barca1980
    28 ოქტ 2023, 13:50

    მე პირადად მთელი გუნდის მჯერა , ჩავის ეხერხება რეალთან გუნდის მოტივაცია , კი ბევრი ძირითადის კაცი გვაკლია , მაგრამ მთავარია ვინც გავა მოედანზე დადოს ყველაფერი მოსაგებად . თუმცა მე დღეს ველოდები ერთი ფეხბურთელის გაბრწყინებას და იმედია იმედებს არ გამიცრუვებს . გიუნდოგანმა უნდა დადოს დღეს სეზონის თამაში , უნდა დაამტკიცოს რომ მართლაც კულეა და მარტო ბარსელონას კლიმატის გამო არ გამოიქცა ნისლიანი ალბიონიდან smile უნდა აჩვენოს ის თამაში , რაც შეუძლია , ესეთი თამაშების მოგების გამოცდილება მას ნამდვილად აქვს და არც არასოდეს იკარგებოდა მოედანზე . ასე რომ მე მჯერა რეალს დიდი სიურპრიზები ელოდება დღეს . barca-1 barca-1 ეს ის მატჩია ," ბარსელონაში რომ კატაც ლომია "

  • Rolex
    28 ოქტ 2023, 13:12

    ფელიში დამიტოვეთ უყურადღებოთ ფელიში🙃

  • CHEPE
    28 ოქტ 2023, 13:12

    ციტატა: C.PC5
    ნეტა დღესაც დაუბაბანოს იმ პირაღია კეპას, კი იქნებიან მერე დარწმუნებულები რომ სწორად აზროვნებენ🤣🤣🤣


    არადა კურტუას გაურჭო და ეხლა კეპას ჯერია რაღაც პონტში მჯერავს რომ ძან სახიფათო იქნება და იქნებ მოყვეს გოლიც ფერმინის აქტივობას

  • C.PC5
    28 ოქტ 2023, 12:42

    ნეტა დღესაც დაუბაბანოს იმ პირაღია კეპას, კი იქნებიან მერე დარწმუნებულები რომ სწორად აზროვნებენ🤣🤣🤣

  • BarcaFan❤💙
    28 ოქტ 2023, 12:34

    კი ნამდვილად ფრენკის არ ყოფნაში ყველაზე საიშიში მართლა ფერმინია ყველა ასპექტში სახიფათოა