workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამიდან სამი – ბარსელონამ შახტარი დაამარცხა

სამიდან სამი – ბარსელონამ შახტარი დაამარცხა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრა, რომელშიც “ბარსელონამ” დონეცკის “შახტარი” დაამარცხა.

ფერმინ ლოპესის აქტიურობის წყალობით კატალონიელებმა პირველი ტაიმი 2-0 მოიგეს. ახალგაზრდა ესპანელმა ჯერ ძელს გაარტყა და დამატებაზე ფერან ტორესს გაატანინა, შემდეგ კი თავად გაიტანა ეფექტური გოლი.

“ბლაუგრანამ” მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, მაგრამ 62-ე წუთზე ირაკლი აზაროვის მიერ გაკეთებულ ზუსტ პასს სუდაკოვმა ზუსტი დარტყმა მოაყოლა და თამაში ცოტათი დაიძაბა. თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა და “ბარსამ” ჯგუფში მესამე თამაშიც მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 26 ოქტ 2023, 21:01
    #6

    დაამარცხა ადვილი სათქმელია, მაგრამ მატჩის ბოლოს მაგრა მოგვაწვნენ და ჩავიმ კიდევ ერთხელ გვატარა ბეწვის ხიდზე. დავიჯერო ეს სეზონიც შარშანდელივით ნევროზებით უნდა ჩავამთავროთ?

  • me da barca
    schedule 26 ოქტ 2023, 12:01
    #5

    2 სუსტ გუნდს მოვუგეთ სახლში, პორტოს კი წვალებით. ასე, რომ სატრაბახო ჯერ არაფერია. როცა გაიფილტრება და ლომები დარჩებიან მინდორზე აი მანდ გამოჩნდება ჩვენც ლომი ვართ თუ ლომის ძარაზე აწყობილი ტურა.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 26 ოქტ 2023, 04:11
    #4

    Ferminis dziritadis bichad ixodeba. Tu 4 naxmcveli unda idges me ase davayenebdi, ukan gundogan da frenkie,mere gavi da shemtev naxmcvelze fermini idealuria. Dzalianac magari bichia.

  • BarcaFan❤💙
    schedule 25 ოქტ 2023, 23:10
    #3

    რეალთან მსრტო 2 სანერვიულო გვაქ რომეუ და იამალი(რეალთანაც თუ ამდენი მომენტი გაანიავა აზრი აღარ ექნება)

  • Rolex
    schedule 25 ოქტ 2023, 23:02
    #2

    მშვენიერია ახლა ლა ლიგაზე გადაერთნონ და იქაც დავიბრუნოთ კუთვნილი ადგილი და მერე ბიჭებიც დაგვიბრუნდებიან🙃

  • BarcaFan❤💙
    schedule 25 ოქტ 2023, 23:00
    #1

    ფერმინი გავი პედრი ფრენკი თუ ჩავი 3ზე მეტი ნახევარ მცველით ითამაშებს მარტო ეს ვარიანტი უნდა განიხილოს სხვა ვარიანტებში ფერმინი და პედრი უნდა ცვალოს ხოლმე