ჩავის პრესკონფერენცია შახტართან მატჩის წინ

ჩავის პრესკონფერენცია შახტართან მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “შახტართან” გასამართი ხვალინდელი თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და 3 ქულის მოპოვება დიდ თავდაჯერებულობას შეგვმატებდა. იოლი თამაში არ იქნება. ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. ვინც ფიქრობს, რომ მარტივი შეხვედრა იქნება, ცდება.

პედრი? ის ტრავმის მორჩენაზე მუშაობს. ვნახოთ, როდის შეძლებს დაბრუნებას.

არ ვფიქრობ, რომ მსაჯებზე ზეწოლა კარგია. ისინი ზოგჯერ არასწორად მოქმედებენ, მაგრამ ზეწოლის ნაცვლად მათ დახმარებას უნდა ვეცადოთ.

ბევრი ტრავმირებული? იდეალური სიტუაცია არაა, მაგრამ ამას გამართლების საბაბად ვერ გამოვიყენებთ.

გიუნდოგანმა ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიარა. ის უმაღლეს დონეზე თამაშობს. ილქაი ტრავმების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

არ ვფიქრობ, რომ სქემის შესაცვლელად შესაფერისი მომენტია. უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ვიცით და ასე გავაგრძელოთ.

დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ვითამაშებთ, მიუხედავად ამდენი ტრავმირებულისა. ჩვენი იდეა ესაა.

“შახტარს” დიდ პატივს ვცემ. მისი მწვრთნელი ძალიან კარგი ყოფილი მარჯვენა მცველი დარიო სრნაა. დონეცკელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველით.

არაერთხელ მითქვამს, რომ გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ. ვგრძნობთ, რომ ისინი ყველა თამაშში ჩვენთან ახლოს არიან და იმედია, ხვალაც ასე იქნება.

დმიტრო ჩიგრინსკი? ის ჩემი კარგი მეგობარია. მას დიდ პატივს ვცემ და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

ეს ჩემპიონთა ლიგაა. ფეხბურთელებისთვის მეტი მოტივაცია არ არსებობს.

ანჩელოტი მართალია, მსაჯებს ვერ ეტყვი იმას, რაც გინდა, რადგან გაგაძევებენ. არბიტრებმა უნდა განმარტონ თავიანთი გადაწყვეტილებები თამაშის ბოლოს, რათა ყველაფერი უფრო ცხადი იყოს.

ის ფაქტი, რომ ამდენი ახალგაზრდა გვყავს პირველ გუნდში, აშკარა ნიშანია იმისა, რომ ახალგაზრდულების კუთხით საქმეს სწორად ვაკეთებთ.

თავდამსხმელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანზე თავდაუზოგავად შრომაა. გოლს თუ გაიტანენ, კიდევ უფრო უკეთესია.

ტორესი უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება, ვიდრე გასულ სეზონში. ის სწორად აკეთებს იმას, რაც მინდა. ფერანი შესანიშნავი ფეხბურთელია.

მარკ გუიუ? ის ხვალიდნელი მატჩის განაცხადშია. ვნახოთ, შედგება თუ არა მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე.

ვერ გეტყვით, როდის დაბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები, რადგან ამჟამად არცერთი მათგანი 100%-ით მზად არაა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა რომელიმე მათგანი შაბათს დაბრუნებას.

პირველ გუნდში ყოველთვის “ლა მასიას” ბევრი მოთამაშე გვყავდა. ეს ყველა კულესთვის სიამაყის წყარო უნდა იყოს.

გავი დისკვალიფიცირებულია. ის ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ ვნახოთ, ვინ შეძლებს მის შეცვლას.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (22)

  • BarcaFan❤💙
    25 ოქტ 2023, 19:45

    ციტატა: nika 54

    ციტატა: BarcaFan❤💙
    გუნდოგანზე რაო?😀


    scream


    ტიპი რომეუს შემდეგ ალბათ გუნდში ყველაზე ცუდია😀😂😂

  • nika 54
    25 ოქტ 2023, 19:39

    ციტატა: BarcaFan❤💙
    გუნდოგანზე რაო?😀


    scream