workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკუ აგვისტოში ნეიმარს დაუკავშირდა – Sport

დეკუ აგვისტოში ნეიმარს დაუკავშირდა – Sport

სიახლე არავისთვისაა, რომ გასულ ზაფხულში ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნების შანსი არსებობდა. Sport ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

აგვისტოში, როდესაც უსმან დემბელე უკვე “პარი სენ-ჟერმენის” საკუთრება იყო, სატრანსფერო ბაზარზე მოულოდნელად ნეიმარის ვარიანტი გამოჩნდა. პარიზელებმა ფეხბურთელს აცნობეს, რომ კლუბი უნდა დაეტოვებინა, რის შემდეგაც 31 წლის შემტევის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ვარიანტის მოძიება დაიწყეს.

კატალონიური წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ პერიოდში “ბარსას” სპორტული დირექტორი დეკუ ნეიმარის ოჯახს დაუკავშირდა, რათა გაეგო, ჰქონდა თუ არა ბრაზილიელს “ბლაუგრანაში” დაბრუნების სურვილი და მზადყოფნა. კლუბს მხოლოდ ნეიმარის იჯარით აყვანის ან ტრანსფერის მინიმალურ ფასად განხორციელების რეალური ვარიანტი ჰქონდა. ამავდროულად საქმეში მსუყე შეთავაზებით უკვე “ალ ჰილალიც” ჩაერთო, რის შემდეგაც “ბარსელონამ” ნეიმარის ოჯახთან ფეხბურთელის საუდის არაბეთში გადასვლისა და ერთსეზონიანი იჯარის ვარიანტი განიხილა. 31 წლის თავდამსხმელი ამაზე თანახმა იყო, მაგრამ მის კატალონიურ გუნდში გადმოსვლას ხელი ფინანსებმა შეუშალა – “ალ ჰილალის” ინტერესში არ იყო იჯარით გაეშვა ფეხბურთელი, რომელიც 100 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდა.

Sport-ის ცნობით, ნეიმარი მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” დატოვებით შეცდომა დაუშვა და მას დაბრუნების სურვილი ყოველთვის ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, ალბათ, მისი და “ბლაუგრანას” გზები აღარასდროს გადაიკვეთება და “ნეიმარის საგაც” გასულ ზაფხულში უკანასკნელად ვიხილეთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • mari
    schedule 25 ოქტ 2023, 17:48
    #7

    ციტატა: Rick Sanchez
    6-8 თვემდე გამოტოვებს🫤😕


    persevere persevere ადამიანურად ძალიან მეცოდება, იმიტომ რომ შეეძლო ძალიან მაგარი კარიერა ჰქონოდა თუ თავის ფულის ხარბ მამას არ დაუჯერებდა..

  • me da barca
    schedule 25 ოქტ 2023, 01:41
    #6

    ამან კარიერა ფულზე გაცვალა. არადა შეეძლო ორივე ქონოდა. ვერც სანაკრებო და ვერც საკლუბო დონეზე ვერაფერს მიაღწია. ლიგაც ბარსას წყალობით მოიგო. სამაგიეროდ გაუმაძღარი მამიკო გაამდიდრა და ბედნიერია. მოკლედ მტკვარს გაატანა ტალანტიც და კარიერაც.

  • Don_Andresito
    schedule 24 ოქტ 2023, 21:57
    #5

    ჯერ არ დასრულებულა, 34 წლის ასაკში მოვა

  • Rolex
    schedule 24 ოქტ 2023, 21:00
    #4

    ეხლა რატო აღარ აგინებენ ხავის ბლოკავდა ტრანსფერს ხავიო და რავიცი მილიონჯერ თქვა დეკუმ ფინანსების გამო ვერ დავიმატეთო მანიმარიო და მაინც ხავის გინება მიდოდა ის ბლოკავსო

  • nika 54
    schedule 24 ოქტ 2023, 20:24
    #3

    მე კი მახსოვს, რომ თითქოს ჩავიმ დაბლოკა ნეიმარის დაბრუნება ისიც დაიწერა რომ ნეიმარმა თქვა სანამ ჩავი იქნება მწვრთნელად მე ბარსაში არ დავბრუნდებიო. მოკლედ ათას რამეს იგონებენ ეს ჟურნალისტები. ვის უნდა ენდოს კაცი ვერ გაიგებ.

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 24 ოქტ 2023, 16:51
    #2

    ძალიან კარგი ყველასთვის გაკვეთილი იქნება ვინც წასვლაზე დაფიქრდება მითუმეტეს ფულის გამო

  • Rick Sanchez
    schedule 24 ოქტ 2023, 15:53
    #1

    6-8 თვემდე გამოტოვებს🫤😕