workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრანადა 2-2 ბარსელონა | მორიგი ქამბექი, მაგრამ დაკარგული 2 ქულა

გრანადა 2-2 ბარსელონა | მორიგი ქამბექი, მაგრამ დაკარგული 2 ქულა

ლა ლიგის მე-9 ტურში “ბარსელონამ” “ნუევო ლოს კარმენესზე” “გრანადას” ვერ მოუგო.

ანგარიში მე-17 წამზე გაიხსნა: მოედნის ცენტრში გავიმ ბურთი დაკარგა, მეტოქემ შეტევა მალევე წამოიწყო და ბრაიან სარაგოსამ გაიტანა. 29-ე წუთზე ამ უკანასკნელმა ჟიულ კუნდესა და ტერ შტეგენს თავბრუ დაახვია და დუბლი შეასრულა. ტაიმის მიწურულს ლამინ იამალმა “ბარსაში” სადებიუტო გოლი გაიტანა და 1 ბურთი გაქვითა.

მეორე ნახევარში “ბარსელონამ” რამდენიმე მომენტი შექმნა და საბოლოოდ, 85-ე წუთზე სერჟი რობერტოს გოლით გაათანაბრა. ამ გოლიდან რამდენიმე წამში ბრაიან სარაგოსა ჰეთ-თრიქის შესრულებასთან ახლოს იყო, მაგრამ მისი დარტყმა ძელს მოხვდა. 94-ე წუთზე ჟოაუ ფელიშმა გაიტანა, თუმცა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა – აღსანიშნავია, რომ თამაშგარე მდგომარეობაში არა თავად პორტუგალიელი, არამედ ფერან ტორესი იყო და მსაჯებმა ჩათვალეს, რომ ის მომენტზე ზეგავლენას ახდენდა. მატჩი 2-2 დასრულდა. 

Sofascore-ის შეფასებები

ჩავის კომენტარი

“ბარსელონა” 21 ქულით მე-3 ადგილზეა. მას “ჟირონა” (22 ქულა) და “რეალ მადრიდი” (24 ქულა) უსწრებენ.

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ “ბარსას” “ბილბაოსთან” შეხვედრა (22 ოქტომბერი) ელის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე “შახტარს” (25 ოქტომბერი) დაუპირისპირდება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 09 ოქტ 2023, 17:05
    #2

    ძალიან იშვიათად გოლის გამტანი არ იყოს ოფსაიტში და ვიღაცამ იქ ცხვირი ადრე შეყოო და გოლი გააუქმონ.

  • me da barca
    schedule 09 ოქტ 2023, 09:53
    #1

    არ მგონია, რომ იგივე სიტუაციაში რეალს გაუუქმებდნენ გოლს. ამდენი უსამართლობის შემდეგ კიდევ ბარსას აბრალებენ მსაჯები მოისყიდაო.