workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიეგო მილიტო 2010 წლის საინტერესო შემთხვევას იხსენებს

დიეგო მილიტო 2010 წლის საინტერესო შემთხვევას იხსენებს

ყოფილი არგენტინელი თავდამსხმელი დიეგო მილიტო 2009/10 წლების სეზონის ერთ საინტერესო შემთხვევას იხსენებს.

2009/10 წლების სეზონში ჩემი გუნდი, “ინტერი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ჩვენ მეტოქეს ველოდებოდით, რომელიც “ბარსელონასა” და “არსენალს” უნდა გამოევლინათ.

ლონდონში გამართული პირველი თამაში 2-2 იყო დასრულებული. ბარსელონაში მიმდინარე თამაშში კი “არსენალმა” გოლი ჩემი ძმის, გაბრიელის შეცდომის შედეგად გახსნა.

გოლის შემდეგ მესი ჩემ ძმასთან მივიდა და უთხრა: “გაბე, დამშვიდდი, სამ გოლს გავიტან”.

მესიმ 3 გოლი გაიტანა და “ბარსა” წინ  3-1 გავიდა, მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ იყო. ამ დროს ჩემი ძმა მესისთან მივიდა და უთხრა: “ლეო, მიდი, გაიტანე მეოთხეც და დაასრულე ყველაფერი”.

მესიმ უპასუხა: “კიდევ ერთი გოლი გინდა? კარგი”. და ამის შემდეგ მეოთხეც გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • me da barca
    schedule 08 ოქტ 2023, 22:50
    #9

    მესის წყალობით მე მაშინ 500 ლარი მოვიგე ანგარიშის გამოცნობით (4:1). არა ნათელმხილველი არ ვარ, უბრალოდ დამესიზმრა ეს ანგარიში და გავრისკე, ვენდე სიზმარს.

  • nika 54
    schedule 08 ოქტ 2023, 14:20
    #8

    [quote=ika9101][quote=nika 54]მერე რათ გინდა, მილანში ნახევარფინალში სათამაშოდ ავტობუსით ჩასულები ამ მილიტოს "წყალობით" 1-3 წავაგეთ, ბარსელონაში კი 1-0 აღარ გვეყო. ინტერმა კი ფინალში ბაიერნს 2-0 მოუგო ისევ ამ მილიტოს გოლებით და ინტერმა 35 წლიანი პაუზით კვლავ მოიგო ლიგა.[/quote]
    მილიტომ თამაშგარედან გაგვიტანა გოლი მაშინ.

    მილიტომ თამაშგარედან გაგვიტანა გოლი მაშინ.[/quote]
    ბარსელონაში კი ჩვენ არ ჩაგვითვალეს მეორე გოლი, ვითომ ოფსაიტის გამო თუმცა ბურთი მცველისგან მივიღეთ.

  • Rick Sanchez
    schedule 08 ოქტ 2023, 09:34
    #7

    რა მენტალიტეტი აქვს მესის წარმოიდგინეთ💀

  • Albicelecte
    schedule 07 ოქტ 2023, 16:10
    #6

    არგენტინელები არიან, რა თქმა უნდა ექნებოდათ ახლო დამოკიდებულება, თან იტალიური წარმომავლობის არგენტინელები

  • La Pulga10
    schedule 07 ოქტ 2023, 13:59
    #5

    ციტატა: marco reus 11
    მეც მახსოვს საინტერესო ისტორია მაგ ჩემპიოთა ლიგის ნახევარფინალიდან , შენ რო მეტრნახევრიანი ოფსაიდიდან გაგვიტანე და ჩაითვალა გოლი , მერე კიდე მსაჯების მოსყიდვას გვაბრალებენ :დ

    😂😂😂

  • marco reus 11
    schedule 07 ოქტ 2023, 13:40
    #4

    მეც მახსოვს საინტერესო ისტორია მაგ ჩემპიოთა ლიგის ნახევარფინალიდან , შენ რო მეტრნახევრიანი ოფსაიდიდან გაგვიტანე და ჩაითვალა გოლი , მერე კიდე მსაჯების მოსყიდვას გვაბრალებენ :დ

  • ika9101
    schedule 07 ოქტ 2023, 13:02
    #3

    ციტატა: nika 54
    მერე რათ გინდა, მილანში ნახევარფინალში სათამაშოდ ავტობუსით ჩასულები ამ მილიტოს "წყალობით" 1-3 წავაგეთ, ბარსელონაში კი 1-0 აღარ გვეყო. ინტერმა კი ფინალში ბაიერნს 2-0 მოუგო ისევ ამ მილიტოს გოლებით და ინტერმა 35 წლიანი პაუზით კვლავ მოიგო ლიგა.

    მილიტომ თამაშგარედან გაგვიტანა გოლი მაშინ.

    ციტატა: ika9101

    ლიგის ისტორიაში ალბათ ყველაზე მხინჯი თამაშით მოგებული ლიგაა . ეტოოს ახალი პოზიცია გამოუგონა იმ ავტობუსის "შოფერმა" ჩამშლელი თავდამსხმელი.

  • nikusha
    schedule 07 ოქტ 2023, 12:54
    #2

    ისე დღეს ოსასუნასთან რეალს დაცვის ცენტრში მხოლოდ რუდიგერი ჰყავს, რადგან მილიტაო ტრამვირებულია, ალაბამ ვერ მოასწრო დაბრუნება ტრამვიდან, ნაჩოს კი წითლის გამო 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს არტყმული და მათ შორის ჩვენთანაც ვერ ითამაშებს. ან მენდის შეუწყვილებენ ან ჩუამენსო. ისე კარვახალის შეწევაც მოჟნა ცენტრში და ფლანგზე ლუკას ვასკესი. მე ვაფშეტა 3 მცველიან ტაქტიკას ავირჩევდი

    კარვახალი-რუდიგერი-მენდი
    ფლანგებზე ვასკესი და ფრან გარსია ან კამავინგა

    და იმედია დაკარგავენ დღეს ქულებს და დავიბრუნებთ პირველ ადგილს ჩვენ რომ გრანადას მოვუგებთ

  • nika 54
    schedule 07 ოქტ 2023, 12:21
    #1