ჩიჩარიტო: ”როგორც ბომბარდირი, რუნი მესიზე უკეთესია”

ჩიჩარიტო: ”როგორც ბომბარდირი, რუნი მესიზე უკეთესია”

”მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა (ჩიჩარიტო) განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია თავისი თანაგუნდელის, უეინ რუნის თამაშით.

მე ადრეც ვიყავი რუნით აღფრთოვანებული, ახლა კი ვტკბები მასთან ერთად ერთ გუნდში თამაშით. ის უბრალოდ სრულყოფილი ფეხბურთელია.

უდავოა, რომ რუნი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. როგორც ბომბარდირი, ის მესიზე უკეთესია. ხოლო, როგორც ლიდერი ის რონალდუს სჯობს. რუნი არის მესისა და რონალდუს ნაზავი.” - ციტირებს ჩიჩარიტოს სიტყვებს The Sun.

თავისი კარიერის განმავლობაში რუნიმ 395 მატჩში 162 გოლი გაიტანა (0,41). ლიონელ ანდრეს მესიმ კი 265 თამაშში 179 გოლი შეაგდო (0,67). მიმდინარე სეზონში რუნიმ თოთხმეტჯერ დაამწუხრა მეტოქე გუნდი, მაშინ როდესაც ლიონელ მესიმ 52-ჯერ აიღო მოწინააღმდეგეთა კარი.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.