workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რეალ მადრიდი ფიქრობს, რომ ბარსელონას მსაჯები ეხმარებიან

რეალ მადრიდი ფიქრობს, რომ ბარსელონას მსაჯები ეხმარებიან

AS-ის ინფორმაციით, “რეალ მადრიდში” ფიქრობენ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მსაჯები “ბარსელონას” სასარგებლოდ მოქმედებენ.

წყაროს ცნობით, მადრიდულ კლუბში სჯერათ, რომ “ვილიარეალთან” და “ოსასუნასთან” მატჩებში მსაჯებმა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს, რომ ჩავი ერნანდესის გუნდისთვის სიტუაცია არ გაერთულებინათ. ისინი ამბობენ, რომ “ბარსას” კარში ალექსანდერ სორლოტის გოლი თამაშგარე არ ყოფილა, “ოსასუნას” წინააღმდეგ ჟიულ კუნდეს გოლი კი თამაშის წესების დარღვევით გავიდა. 

“რეალ მადრიდი” მსაჯებზე ძალიან გაბრაზებულია და საკამათო გადაწყვეტილებებს კლუბის არხზე აჩვენებს, რათა “ბლაუგრანა” დააკნინოს. ამასთან, ისინი ამტკიცებენ, რომ “ხეტაფესთან” მატჩში არბიტრმა კარლო ანჩელოტის შეგირდები დაჩაგრა.

ნეგრეირას საქმის შემდეგ ფლორენტინო პერესის კლუბმა არბიტრებზე დაკვირვება დაიწყო. “რეალ მადრიდმა” თავის მატჩებში მსაჯების მიერ მიღებული “უსამართლო” გადაწყვეტილებების კრებული შეადგინა და “ბარსელონას” წინააღმდეგ ზომების მიღებას აპირებს. 

ზემოხსენებული გამოცემის თანახმად, მსგავსი ეჭვები “ბარსაშიცაა” და “ბლანკოსის” წინააღმდეგ სამხილები აქვს, რომელშიც მათ სასარგებლოდ არბიტრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია მოცემული. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • KING_BARCA
    schedule 05 სექ 2023, 20:05

    ეს ახვარი კაცი ზაკაზად იქცევა ესე, როცა ყველაფერი საპირისპიროდ ხდება და აქეთ ქულებს აკარგინებს მსაჯი ბარსელონას, ეს პირიქით ლაპარაკობს, რო დამალოს თავისი სიბილწე ამ თსლმა კაცმა…ესეთი გველების ბუდე არმინახავს ჯერ, სულ უნდათ რო ერთ ადგილზე გვიკბინონ კულეებს….წტ თქ დდშ…….