ჩავი ერნანდესმა “ოსასუნასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“ოსასუნა” რთული მეტოქეა, რომელიც კარგ დაცვას თამაშობს, მაგრამ ჩვენ მოგება გვჭირდება.
გუნდი ბოლო ტრანსფერებით ძალიან გაძლიერდა.
კანსელუს დაცვის ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია და ჩვენც სწორედ ეს გვჭირდებოდა. მისი დამატება იანვარში გვინდოდა.
ფელიში უდიდესი ტალანტია, რომელსაც განსხვავების შექმნა შეუძლია. ის ცენტრალური თავდამსხმელის, მარცხენა გარემარბის და ზოგჯერ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. ჟოაუმ “ბარსაში” გადმოსასვლელად დიდი ძალისხმევა გაიღო.
ერიკ გარსიამ მითხრა, რომ ცვლილება სჭირდებოდა. მისი დარწმუნება ვცადე, თუმცა საბოლოოდ ერიკმა გუნდი დატოვა. ამის მიზეზი ფინანსური ფეარ პლეიც იყო.
აბდე, ანსუ და ერიკი შეიძლება დაბრუნდნენ. მათ “ბარსას” გარეთ საკუთარი შესაძლებლობები უნდა დაამტკიცონ. სამივეს მომავალს ჩვენ ვაკონტროლებთ.
ხალხმა უნდა გაიგოს, რომ სათადარიგოთა სკამიდან დაწყება პრობლემა არაა. მაგალითად, ფერან ტორესი ბოლო ორ მატჩში ცვლილებაზე შემოვიდა და ორივეში გოლი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი ტურნირის დონის შესაბამისია. ჩვენ პირველ ადგილზე გასვლა გვსურს, მაგრამ ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება. ლიგაზე კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა.
ბერნარდუ სილვაზე საუბარი არ მსურს. ის ჩვენი ფეხბურთელი არაა.
ამბობდნენ, რომ ობამეიანგს კარგი ხასიათი არ ჰქონდა, თუმცა რეალობა განსხვავებული იყო. ფელიშსა და კანსელუს პატივისცემით მოვექცევით.
კონკურენცია იამალსა და რაფინიას შორის? საკვანძო ფეხბურთელებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. მოთამაშემ უნდა იცოდეს, რომ მატჩში 5 ცვლილებაა და ყველას მნიშვნელოვანი როლი აქვს. ისინი უბრალოდ თამაშისთვის მზად უნდა იყვნენ.
კანსელუც და ფელიშიც შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში არიან და თამაშისთვის მზად იქნებიან. ინიგოს კი ცოტა დრო კიდევ სჭირდება.
აბდემ წასვლა ძალიან დაიჟინა და ასეთ ფასად (7.5€ მილიონი) ამიტომ გავუშვით, თუმცა მისი გამოსყიდვა შეგვიძლია და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ლამინ იამალი ბუნებრივი ტალანტია და აქ თავს ბედნიერად გრძნობს. ის არსებულ სიტუაციას შესანიშნავად უმკლავდება.
ფატის მთავარი მიზანი საუკეთესო ფორმის დაბრუნებაა. ვიცით, რომ ის დაბრუნდება და “ბარსაში” წარმატებას მიაღწევს.
ნეგრეირას საქმე? ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს მიგრძვნია, რომ მსაჯები მეხმარებოდნენ.
კანსელუ ძალიან მრავალმხრივი მოთამაშეა. მისი დახმარებით შევძლებთ, ბევრი სხვადასხვა ტაქტიკით ვითამაშოთ, რაც დიდებულია.
“ლა მასიელ” ახალგაზრდებს შანსს მივცემ. ასაკი არ მაინტერესებს, მთავარია, ისინი თამაშისთვის მზად იყვნენ.
კუნდემ სეზონი კარგად დაიწყო და საოცარ დონეზე თამაშობს. ამჟამად მსოფლიოში მასზე უკეთესი მცველი ძალიან ცოტაა.
მატეუ ალემანისა და ფეხბურთელების წასვლამ გული დამწყვიტა. მატეუ და ჟორდი კრუიფი შესანიშნავად მუშაობდნენ, მაგრამ ახლა იმავეს დეკუ აკეთებს.
იმედია ეხლა მაინც არ დაიწყებ დაცვაში თამაშს 1-0-ზე.
ამ შემადგენლბით ბარსას შეუძლია ყველაფერზე გაიქაჩოს,მაგრამ ჩავის იმედი არა მაქვს.არაა ეს კაცი მაღალი დონის მწვრთნელი
ისეთი შემადგენლობა გყავს ჩავი, შედეგი თუ არ დადე გაგინებს ყველა, ხოდა თუ რამე კარგი ფილოსოფია გაქვს ჯობია ახლა ასწავლო გუნდს.
ჩავი თამაშის დროს ოთახში გაამწესეთ, ბევრად უკეთესია
კლეო, იმედია პირველ ვარჯიშზე არ ასწავლი ფელიშს როგორ ჩაუწოდის თავზე გავის რომელიც მეტრა 33 ა.
შენ გირჩევნია ცოტა გაინძრე და შედეგი დადო სეზონის ბოლოს. ლა ლიგა უეჭველი და მინიმუმ ლიგის 1/4ფინალი, პლიუს კოპა და სუპერ თასიც თუ მიაყოლე კარგი შედეგი იქნება. ლიგაზე უეჭველი უნდა იბრძოლონ ბოლომდე, თორე სეზონის ბოლოს მოგიწევს წასვლა.