რობერტ ლევანდოვსკის საუდის არაბეთში მსურველი ისევ გამოუჩნდა.
Sport-ის ჟურნალისტის დავიდ ბერნაბეუს ინფორმაციით, ერთ-ერთმა არაბულმა კლუბმა “ბარსელონას” პოლონელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა.
საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა 20 სექტემბერს იხურება, შესაბამისად, არაბებს ლევანდოვსკის დამატებაზე სამუშაოდ დიდი დრო აქვთ, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ბლაუგრანა” 35 წლის თავდამსხმელის თაობაზე შეთავაზებებს არ განიხილავს.



რატომაც არ განიხილავს, სამი ტურია და 1 ცარიელ კარში შეგორებული გოლი აქვს ევროპის ერთ-ერთ მრისანე ბომბარდირს თუ ბომბდამშენს და გამანადგურებელს.
2 შემტევი რჩება😀 გუნდში ესეც თუ გავუშვიყ
ფელიში აღარ მოდის?
ფერან ტორესმა ორი სამი თამაში რო გადააბა ეგ არაფერს ნიშნავს, ამის ჩამნაცვლებელი არ გვყავს ჯერ-ჯერობით და არაფრით არ შეიძლება ამის გაშვება(არც გაუშვებენ)რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს, +20 გოლია ამ კაცის გუნდში ყოფნა
მიუხედავად იმისა რომ ფორმაში არ არის, 40 მილიონად დღეს ამის გაყიდვა გაუმართლებელია, 3 შემტევი დარჩება გუნდში და რანაირად გინდათ ამის გაშვება? ვინ გყავთ ამაზე კარგი?😃😃 40 მილიონად მომავალ წელსაც იყიდიან არაბები.
ჯერ ისედაც გვიჭირს შეტევაში და ამის გარეშე გოლს ვინ გაიტანს? 40 მილიონიც არაფერია დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე. საშუალო დონის ფეხბურთელსაც ვერ იყიდი.
გაყიდეთ სასწრაფოდ მაინც არაფრის მაქნისია
წადი, წადი