კატალონიურ გრანდში შესაძლოა ზაფხულში კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება მიიღონ – კლუბი ჟიულ კუნდეზე მიღებულ შეთავაზებებს მოისმენს.
მატეო მორეტოს ინფორმაციით, “ბარსელონა” არ მიიჩნევს ფრანგ მცველს ხელშეუხებელ ფეხბურთელად და მზადაა, შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, მის გაყიდვაზეც იფიქროს.
კუნდე ბოლო სეზონებში გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თუმცა კლუბში მიმდინარე სპორტული და ფინანსური რესტრუქტურიზაციის ფონზე, ფეხბურთელის სტატუსი სრულად გარანტირებული აღარ არის.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება დიდწილად იქნება დამოკიდებული შემოთავაზებული თანხის მოცულობასა და იმაზე, თუ როგორ ხედავს სამწვრთნელო შტაბი ფრანგის როლს მომავალ პროექტში.
ამ ეტაპზე კონკრეტული დაინტერესებული კლუბების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა აშკარაა – ზაფხული “ბარსელონასთვის” კიდევ ერთი აქტიური სატრანსფერო ფანჯარა იქნება.
ჟიულ კუნდე “სევილიადან” “ბარსელონაში” 2022 წელს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა, 2025 წელს კი მან კატალონიელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა. ფრანგმა უნივერსალმა მცველმა “ბლაუგრანას” მაისურით 181 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა, 22 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 6 ტიტული მოიგო.
იმიტომ რომ არაუხო ხურდები ღირს და კუნდე შეიძლება სარფიანად გაიყიდოს
ვინც გასაყიდია იმათ არც ეხებიან საერთოდ და კუნდეს გაყიდვას უპირებენ, სასაცილოა არაუხოს ტოვებენ და კუნდეს ყიდიან
ნუ ფაქტია რომ დანი ალვეშის წასვლის შემდეგ ამის დონის მარჯვენა მცველი არ გვყოლია და ბაზარზე არც არავინაა უკეთესი
ხელფასს აღარ მახსოვს კუნდესი მაგრამ სევილიას რო ყოველ სეზონზე 2,5 მილიონ უხდიან თუ კუნდე თამაშების 60%-ს ჩაატარებს ეგ ნაღდია.
ლალიგის რეტრო ტურზე აბრუნებენ