workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტურო ვიდალი: ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ბარსადან გამაგდო

არტურო ვიდალი: ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ბარსადან გამაგდო

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, არტურო ვიდალმა კატალონიურ კლუბსა და ლიონელ მესიზე ისაუბრა:

2020 წელს “ბარსაში” დარჩენა მსურდა. გუნდი საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ მხოლოდ ტრანსფერები გვჭირდებოდა. თუმცა, ამ დროს ნიდერლანდელი მწვრთნელი მოვიდა და მითხრა, რომ დაცვაში უფრო უნდა მეაქტიურა… არ ვიცი, ამაზე ძალიან გამეცინა… შემდეგ ყველამ ვნახეთ, მისი საქმე როგორ წავიდა. [იცინის]

არგენტინის წინააღმდეგ თამაშისას ჩვენი გეგმა მესისთვის სამი ფეხბურთელის დაყენება იყო. ერთმანეთს იმის უფლებასაც ვაძლევდით, რომ სხვა მოთამაშე უმეთვალყურეოდ დაგვეტოვებინა, ოღონდ ლეო შეგვეჩერებინა.

მესი საოცარია. მასთან ყოველდღიური ურთიერთობა დიდებული იყო. ლეო შესანიშნავი კაპიტანია, ყველაზე ზრუნავს და მიზნის მისაღწევად ყოველთვის პირველი მიდის.

მესისთან კვლავ თამაშს ვისურვებდი, რაც ძალიან მარტივია – ბურთი უბრალოდ მას უნდა მისცე. ლეოსთან და ბუსკეტსთან თამაში მინდა. “ინტერ მაიამი” შესანიშნავად თამაშობს და კარგი მწვრთნელიც ჰყავს.

ლეოს ეროვნული ნაკრები ძალიან უყვარს და ყველაფერი გააკეთა, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი ყოფილიყო – მუნდიალის მოგება მისი უდიდესი ოცნება იყო.

არტურო ვიდალი “ბარსელონაში” 2018-2020 წლებში თამაშობდა. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მის ანგარიშზე 96 მატჩში 11 გოლი და ამდენივე ასისტია. “მეფე არტურომ” კატალონიურ კლუბში ლა ლიგა (2018/19) და ესპანეთის სუპერთასი (2018/19) მოიგო.

36 წლის ჩილელი ნახევარმცველი ამჟამად “ატლეტიკო პარანაენსეში”, “ბარსას” მომავალ ფეხბურთელ ვიტორ როკესთან ერთად თამაშობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    schedule 01 სექ 2023, 00:09
    #5

    ვინც ვარგოდა გუნდში ეგენი გააგდო კუმანმა, სამაგიეროდ ათასი ნაგავი ხო მოყარა და არც ათამაშა ნორმალურად არავინ.

  • Rolex
    schedule 31 აგვ 2023, 20:33
    #4

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: ოქროს ბიჭუნა ნიდერლანდებიდან. F.D
    ისე კუმანი რო ჩამოახრჩონ ყველეზა სწორი იქნება იქიდან დაიწყო ჩვენი დაქცევა. სუარესი ეს გაუშვა დესტი მოათრია. და კიდე რამდენი რამე


    რაკიტიჩიც გაუშვა


    ოფიციალურად არც დაწერილა კუმანზე ბარსელონაში მიდისო და ტიპმა სუარესი არ მჭირდებაო მანდ მივხვდი რა ფენომენთან გვქონდა საქმე

  • nika 54
    schedule 31 აგვ 2023, 20:19
    #3

    ამ კუმანზე ხო კარგს ვერავისგან გაიგებ და თვითონ ბარსაზეა ნაწყენი, გუნდი რო ავაწყე მერე გამაგდესო.

  • DesmondHume
    schedule 31 აგვ 2023, 19:56
    #2

    Rogor mevaseba vidali. Ubednieresi. Viyavi es ro davimatet da rogor gaagdo kumanma..

  • ოქროს ბიჭუნა ნიდერლანდებიდან. F.D
    schedule 31 აგვ 2023, 17:56
    #1

    ისე კუმანი რო ჩამოახრჩონ ყველეზა სწორი იქნება იქიდან დაიწყო ჩვენი დაქცევა. სუარესი ეს გაუშვა დესტი მოათრია. და კიდე რამდენი რამე